GAU გრანტი

GAU გრანტი

უმაღლესი განათლების უმაღლესი სტანდარტი


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) 2005 წლიდან ემსახურება განათლების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, კონკურენტუნარიანი პროფესიონალებისა და წარმატებული პიროვნებების ჩამოყალიბებას.

GAU აერთიანებს 2,000-მდე სტუდენტსა და 250-მდე ლექტორს 5 სხვადასხვა ფაკულტეტზე:

კითხვაზე რატომ GAU? - პასუხია ქართველი და უცხოელი პროფესორები, პრაქტიკოსი ლექტორები საქართველოს წამყვანი ორგანიზაციებიდან, გაცვლითი პროგრამები მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში, აქტიური და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება, საუკეთესო ადგილმდებარეობა და დასაქმების უმაღლესი მაჩვენებელი! GAU გამოირჩევა ინოვაციებით, მათ შორისაა რაოდენობრივი ფინანსების (QUANTS) პროგრამა და ბიზნესის ანალიტიკის მძლავრი კომპონენტი მარკეტინგის, ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულებით, პირველი იურიდიული კლინიკა საქართველოში, ულტრათანამედროვე IT ლაბორატორია - ჯეოლაბი, პროფესიული ინგლისური ენის სწავლება ყველა ფაკულტეტზე, სხვადასხვა სტარტაპ პროგრამები და კონკურსები.


TOP GRANT - სწავლის სრულად დაფინანსება 

აბიტურიენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯამური რეიტინგით საუკეთესო 1,000-ეულში მოხვდებიან და აირჩევენ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს პირველ ადგილზე, GAU-ში ისწავლიან სრული დაფინანსებით საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული 240 კრედიტის ფარგლებში (რომელიმე საგნ(ებ)ის ხელმეორედ ან/და დამატებით არჩევის შეთხვევაში სტუდენტი დაფარავს შესაბამისი კრედიტების ღირებულებას).

TOPგრანტის მისაღებად საჭიროა:

  1. მონიშნოთ პირველ ადგილზე GAU-ს საბაკალავრო პროგრამა (ეხება ყველა პროგრამას, გარდა დიპლომირებული მედიკოსის (MD) ერთსაფეხურიანი პროგრამისა)
  2. მიიღოთ მაღალი შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და მოხვდეთ TOP 1,000 რეიტინგში;



სტიპენდიები წარმატებული სტუდენტებისთვის

GAU-ს სტუდენტებისთვის სწავლის საფასური განსხვავებულია ფაკულტეტების და პროგრამების მიხედვით. საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის კი მოქმედებს სემესტრული სტიპენდიები, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ ფარავს სემესტრის საფასურს:

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასური და დაფინანსება იხილეთ ბმულზე.

ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასური და დაფინანსება იხილეთ ბმულზე.

სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასური და დაფინანსება იხილეთ ბმულზე.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასური და დაფინანსება იხილეთ ბმულზე.

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასური და დაფინანსება იხილეთ ბმულზე.

ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასური და დაფინანსება იხილეთ ბმულზე. 

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასური და დაფინანსება იხილეთ ბმულზე. 

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასური და დაფინანსება იხილეთ ბმულზე. 

ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასური და დაფინანსება იხილეთ ბმულზე. 

მედიაპროდუქცია და ვიზუალური მეთოდები დიზაინში პროგრამაზე სწავლის საფასური და დაფინანსება იხილეთ ბმულზე.   

დიპლომირებული მედიკოსის (MD) ერთსაფეხურიანი პროგრამაზე სწავლის საფასური და დაფინანსება იხილეთ ბმულზე. 


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა