ბილეჯიქის შეიხ ედიბალის უნივერსიტეტი, თურქეთი

გაცვლითი პროგრამები ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ბილეჯიქის შეიხ ედიბალის უნივერსიტეტი, თურქეთი

ბილეჯიქის შეიხ ედიბალის უნივერსიტეტი, თურქეთი

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2024 - ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2024

ელ-ფოსტა
mevlana@bilecik.edu.tr


ცხადდება მევლანას გაცვლითი პროგრამის კონკურსი, რომლის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და ლექციების წაკითხვას 2 კვირის განმავლობაში ბილეჯიქის შეიხ ედიბალის უნივერსიტეტში, თურქეთი

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რადგან აკადემიურ პერსონალს გამარჯვების შემთხვევაში ევალება მიმღებ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა;
  • კონკურსში გამარჯვებული აკადემიური პერსონალი ვალდებულია ყოველკვირეულად მინიმუმ 6 საათი წაიკითხოს მიმღებ უნივერსიტეტში.

დაფინანსება მოიცავს:

  • 55 თურქული ლირას ყოველდღიურად;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას 3100 თურქული ლირის ოდენობით;

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:

  • რეზიუმე (CV)
  • შევსებული აპლიკაცია (შესავსები ფორმა აკადემიური გუნდისთვის შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ; http://w3.bilecik.edu.tr/mevlana-en/bolumler/belgeler/)
  • აკადემიური პორტფელი (დოკუმენტი, რომელიც ასახავს კანდიდატის პუბლიკაციების დეტალებს, პროექტებს, რომელშიც კანდიდატი იყო ჩართული, განახორციელა ან გეგმავს უახლოეს მომავალში)

შესარჩევი პროცესი:

  • 18 თებერვალი - 20 მარტი: შევსებული აპლიკაციების გაგზავნა მეილზე mevlana@bilecik.edu.tr
  • აპრილი-მაისი 2020: აპლიკაციების განხილვა და შედეგების გამოქვეყნება ვებ-გვერდზე: http://w3.bilecik.edu.tr/mevlana-en/

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 2 კვირა, მიმღებ უნივერსიტეტთან შეთანხმებით, შემდეგ პერიოდში - 2020 წლის 28 სექტემბრიდან 2021 წლის 31 აგვისტომდე


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 20 მარტამდე გააგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mevlana@bilecik.edu.tr

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება აპრილი-მაისის შუალედში, შემდეგ ბმულზე: http://w3.bilecik.edu.tr/mevlana-en/


დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა