კასტილია ლა მანჩას უნივერსიტეტი, ესპანეთი
კასტილია ლა მანჩას უნივერსიტეტი, ესპანეთი
ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2024 - ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2024
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, კასტილია ლა მანჩას უნივერსიტეტში, ესპანეთი! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და ლექციების წაკითხვას აღნიშნულ უნივერსიტეტში 1 კვირის განმავლობაში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლიდან;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რადგან აკადემიურ პერსონალს გამარჯვების შემთხვევაში ევალება მიმღებ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა;
- კონკურსში გამარჯვებული აკადემიური პერსონალი ვალდებულია მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 20 საათი წაიკითხოს მიმღებ უნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს:
- 160 ევროს ყოველდღიურად;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას 820 ევროს ოდენობით;
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:
- პასპორტის ასლი;
- შევსებული ხელშეკრულება.
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება ხდება გამგზავნი (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) და მიმღები (კასტილია ლა მანჩას უნივერსიტეტი) უნივერსიტეტების ერთობლივი გადაწყვეტილებით.
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 1 კვირა, მიმღებ უნივერსიტეტთან შეთანხმებულ პერიოდში, 2020 წლის მაისის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 19 მარტის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „კასტილია ლა მანჩა, აკადემიური პერსონალი.“
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.ge