გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის ლიეტუვაში, კაუნასის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში!
სამშაბათი, 09 ივნისი, 2026
ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე, აკადემიური პერსონალისთვის ლიეტუვაში, კაუნასის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში!
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ინჟინერიის პროგრამის აკადემიურ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს ინჟინერიის პროგრამის აკადემიური პერსონალი;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 148 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
- 395 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ბიომეტრული პასპორტი;
- ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
Mobility agreement (teaching);
შერჩების კრიტერიუმები:
GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
- სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი)
ხანგრძლივობა - 7 დღე, 2026 წელი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 22 ივნისის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: კაუნასის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი-აკადემიური პერსონალი”
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge nini.palavandishvili@gau.edu.ge: marine.razmadze@gau.edu.ge