სიახლეები და ღონისძიებები

GAU აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, კოიმბრას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, პორტუგალია

GAU აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, კოიმბრას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, პორტუგალია

სამშაბათი, 08 ოქტომბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე


ხართ GAU-ს ლექტორი და გსურთ მიიღოთ საზღვარგარეთ ლექციების წაკითხვის გამოცდილება? არ გამოტოვოთ ერაზმუს+ პროგრამის დაფინანსების შესაძლებლობა, ყურადღებით გაეცანით პირობებს და გამოაგზავნეთ აპლიკაცია 15 ოქტომბრამდე!

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზეკოიმბრას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტშიპორტუგალია! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და ლექციების წაკითხვას აღნიშნულ უნივერსიტეტში 1 კვირის განმავლობაში!

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

დაფინანსება მოიცავს მოიცავს: 

  • 160 ევროს 7 დღის განმავლობაში, ჯამურად 1120 ევრო;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 820 ევრო
  • ლექტორებს სამუშაო 5 დღესთან ერთად უფინანსდებათ დამატებით 2 დღე, თავისუფალი დროის გამოსაყენებლად.

 

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინფორმატიკის ფაკულტეტებიდან.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რადგან აკადემიურ პერსონალს გამარჯვების შემთხვევაში ევალება მიმღებ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა.
  • კონკურსში გამარჯვებული აკადემიური პერსონალი ვალდებულია მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 20 საათი წაიკითხოს მიმღებ უნივერსიტეტში.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:

 

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
  • დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება ხდება გამგზავნი (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) და მიმღები(კოიმბრას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი)  უნივერსიტეტების ერთობლივი გადაწყვეტილებით. 

 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 1 კვირა, მიმღებ უნივერსიტეტთან შეთანხმებულ პერიოდში, სასურველია აპრილის პირველი კვირა.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 15 ოქტომბრის 19.00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.ge

 

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „კიომბრას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალი. 

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.ge ან დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: +995 32 220 65 20 (317); +995 592 11 22 00;

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა