სიახლეები და ღონისძიებები

IROconnect კონსორციუმის შეხვედრა კალიარიში

IROconnect კონსორციუმის შეხვედრა კალიარიში

ორშაბათი, 22 სექტემბერი, 2025

2025 წლის 20-22 სექტემბერს, კალიარიში (იტალია), ESN საერთაშორისო პლატფორმამ IROconnect პროექტის ვორქშოფსა და შიდა საკოორდინაციო შეხვერდას უმასპინძლა. ESN იტალიის მიერ კოორდინირებულმა ღონისძიებამ პროექტის პარნტიორებს მიღწეული პროგრესისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, თამარა მეჭურჭლიშვილი და ანა ჩორგოლაშვილი, კვლევის განვითარებისა და ხელშეწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, ესწრებოდნენ.

კონსორციუმის წევრებმა, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ESN საერთაშორისო ასამბლეაში, სადაც პროექტის მიზნების შესახებ ინფორმაციის გავრცელების საშუალება მიეცათ. ღონისძიებამ თანამშრომლობისთვის ღირებული პლატფორმა შექმნა, ხელი შეუწყო პროექტის საერთაშორისო კოორდინაციის გაძლიერებას და გაზარდა IROconnect-ის ხილვადობა ევროპის სტუდენტური მობილობის ქსელში (ESN).


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა