საერთაშორისო სტუდენტებისთვის - რატომ GAU?

საერთაშორისო სტუდენტებისთვის - რატომ GAU?

„უმაღლესი განათლების უმაღლესი სტანდარტი“

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) 2005 წლიდან ემსახურება განათლების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, კონკურენტუნარიანი პროფესიონალებისა და წარმატებული პიროვნებების ჩამოყალიბებას.

GAU-ს გუნდი მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შედგება. გამოცდილი ლექტორები სტუდენტებისთვის მეგობრულ ატმოსფეროს ქმნიან. GAU-ს პროფესორები ქართველ მეცნიერთა იმ მცირე რიცხვს განეკუთვნებიან, რომელთა სამეცნიერო სტატიებსაც საერთაშორისო რეცენზირებადი იმპაქტ-ფაქტორიანი ჟურნალები აქვეყნებენ. GAU-ს საპატიო დოქტორთა შორის არიან უმაღლესი კვალიფიკაციის მეცნიერები, აშშ-ისა და ევროპის ლიდერი უნივერსიტეტების პროფესორები. GAU-ში მოქმედ კვლევით ცენტრებში სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ლექტორებთან ერთად სტუდენტებიც ეწევიან.

GAU-ს აკადემიური ფილოსოფია არსობრივად (Core value)  გამოიხატება მცირერიცხოვანი (Small Classes)  ჯგუფების და არაიდეოლოგიზირებული (Ideology free) გარემოს შექმნაში.  შესაბამისად, „Student-per-Teacher Ratio” შეადგენს 8-ს, რომლითაც GAU აწესებს მაღალ სტანდარტს რეგიონში და ამით ევროპის საუკეთესო მაჩვენებლებსაც ედრება.

GAU-ში ფუნქციონირებს ომბუდსმენის ოფისი, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ სტუდენტთა უფლებები და თავისუფლებები არის სრულყოფილად დაცული.

GAU-ს ადგილმდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, გამწვანებული ეზო და ავტოსადგომი საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის კომფორტულ გარემოს ქმნის. GAU მუდმივად აუმჯობესებს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და აღჭურვილობას.

GAU გამოირჩევა ინოვაციებით, მათ შორისაა რაოდენობრივი ფინანსების (QUANTS) პროგრამა, პირველი იურიდიული კლინიკა საქართველოში, ულტრათანამედროვე IT ლაბორატორია - ჯეოლაბი, პროფესიული ინგლისური ენის პროგრამა, ესპანური ენისა და კულტურის ცენტრი.  

GAU-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. GAU-ში მოქმედებს დასაქმების ცენტრი, რომელიც სტუდენტებს მუდმივად უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული სტაჟირების პროგრამებისა და ვაკანსიების შესახებ ინფორმაციით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მართავს გადამზადების ტრენინგებსა და დასაქმების ფორუმებს. GAU მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებს სამუშაოს მორგებულ სალექციო გრაფიკს სთავაზობს. პარალელურად სტუდენტებს სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა GAU-ს სხვადასხვა სტრუქტურაში ეძლევათ.

GAU-ს სტუდენტებს გაცვლით პროგრამებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან სთავაზობს. სულ უფრო იზრდება ევროპისა და აშშ-ის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების რიცხვი, რომელთანაც GAU თანამშრომლობს. შედეგად სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ ერთ ან ორ სემესტრიანი გაცვლითი პროგრამით, მიიღონ ამა თუ იმ ორგანიზაციის სტიპენდია და ეზიარონ არა მხოლოდ საერთაშორისო განათლებისა და გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოცდილებას, არამედ მრავალფეროვან კულტურულ და სოციალურ ურთიერთობებს.

GAU-ს სტუდენტები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გეგმავენ და ახორცილებენ შემეცნებით, სპორტულ, გასართობ და საქველმოქმედო პროექტებს. GAU სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით არჩევს საჯარო ლექციებისა თუ სემინარების სპიკერებსაც და უნივერსიტეტის სტუმრები სხვადასხვა სფეროს აზრის ლიდერები, ექსპერტები, ახალგაზრდებისთვის საინტერესო ადამიანები არიან. GAUბენდი და GAUდასი კი მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

GAU, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში (CSR), ზრუნავს მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე, როგორც იურიდიული, ისე მატერიალურ-ტექნიკური და სტუდენტთა მოხალისეობრივი აქტივობებით.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა