ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

  • არის თუ არა GAU აკრედიტებული უნივერსიტეტი?

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი არის სრულად აკრედიტებული/ავტორიზებული უნივერსიტეტი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მონაწილეობს ბოლონიის პროცესში, GAU-ს დიპლომი საერთაშორისოდ არის აღიარებული, მთელს მსოფლიოში.

  • GAU-ს დიპლომის მიღების შემდეგ შემიძლია თუ არა სხვა ქვეყანაში სწავლის გაგრძელება?

GAU-ს დიპლომს აქვს საერთაშორისო აღიარება, შესაბამისად ჩვენს კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ სწავლა გააგრძელონ მათთვის სასურველ ნებისმიერ ქვეყანაში.

  • საკმარისია თუ არა GAU-ს დიპლომირებული მედიკოსის დიპლომი რეზიდენტურისთვის?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ რეზიდენტურაზე სწავლის გაგრძელება GAU-ს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის დასრულების შემდეგ.

  • აქვს თუ არა GAU-ს გაცვლითი პროგრამები?

დიახ, GAU-ს სტუდენტებს გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ. გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე.

  • რამდენ წლიანი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა?

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა არის 6 წლიანი, რომელშიც შედის სტაჟირების წელიც.

  • სწავლის საფასური მოიცავს თუ არა საცხოვრებლის ხარჯებს?

GAU-ში ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს სტუდენტური საცხოვრებლები, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ვეხმარებით სტუდენტებს მოძიებაში.

  • ეხმარება თუ არა უნივერსიტეტი სტუდენტებს სამუშაოს პოვნაში?

GAU-ში ფუნქციონირებს კარიერის ცენტრი, რომელის სტუდენტებს აწვდის ინფორმაციას სამუშაოს სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ.

  • საერთაშორისო სტუდენტებს შეუძლიათ თუ არა დაფინანსების მოპოვება?

ამ ეტაპზე საერთაშორისო სტუდენტებისთვის დაფინასნების პროგრამები არ მოქმედებს.

  • როგორ უნდა ჩავაბარო GAU-ში?

GAU-ში ჩაბარების მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია

  • რა არის სააპლიკაციო გადასახადი?

100$

  • შესაძლებელია თუ არა სააპლიკაციო გადასახადის უკან დაბრუნება?

სააპლიკაციო გადასახადის უკან დაბრუნება არ ხდება.

  • რა საბუთების წარდგენაა საჭირო?

მოქმედი პასპორტის ასლი, ოფიციალური ნიშნების ფურცელი და სააპლიკაციო გადასახადის გადახდის ქვითარი. იხილეთ თითოეული ქვეყნისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი.

  • არის თუ არა საჭირო წარსადგენი საბუთების თარგმნა ინგლისურ ან ქართულ ენებზე?

ყველა წარსადგენი დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

  • მჭირდება თუ არა ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი?

სასურველია ენის ცოდნის დამადასტურებელი სერიტიკატის წარდგენა, თუმცა აუცილებელი არ არის, რადგან მიღების პროცედურის ფარგლებში თქვენ გექნებათ გასაუბრება ინგლისურ ენაზე.

  • როდის არის განაცხადის მიღების ბოლო ვადა?

საერთაშორისო სტუდენტების მიღების ვადებზე შეზღუდვა არ გვაქვს, თუმცა სასურველია, საბუთები შემოიტანოთ სემესტრის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე.

  • რამდენ ხანს გრძელდება განაცხადის შეფასების პროცესი?

განაცხადის შეფასების პროცესი გრძელდება 3-5 სამუშაო დღე.

  • რა არის განაცხადის შეფასების შემდეგი ეტაპი?

განაცხადის შეფასების შემდეგ თქვენ მიიღებთ იმეილს ონლაინ ინტერვიუს შესახებ, რომელიც ტარდება Google Meet-ის პლატფორმაზე.

  • როგორ უნდა გავიგო წარმატებული იყო თუ არა ჩემი ინტერვიუ?

გასაუბრების შემდეგ იმეილზე მიიღებ პირობით მოწვევის წერილს ინვოისთან ერთად.

  • რა არის შემდეგი ეტაპი პირობითი მოწვევის წერილის მიღების შემდეგ?

პირობითი მოწვევის წერილის მიღების შემდეგ თქვენ უნდა აცნობოთ საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურს გსურთ თუ არა პროცესის გაგრძელება. სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ინვოისის საფუძველზე იხდით პირველი სემესტრის სწავლის საფასურს, ქვითრის წარდგენის შემდეგ იწყება თქვენი დოკუმენტების აღიარების პროცესი.

  • რატომ არის საჭირო დოკუმენტების აღიარების პროცესის გავლა?

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აუცილებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის აღიარებულ იქნას უცხო ქვეყანაში მიღებული განათლება. იხილეთ დეტალური ინფორმაცია. 

  • რამდენი ხანი გრძელდება აღიარების პროცესი?

აღიარების პროცესი გრძელდება 5-10 სამუშაო დღე.

  • როდის მივიღებ უპირობო მიღების წერილს?

უპირობო წერილის მიღება მოხდება მას შემდეგ, რაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აღიარებს თქვენს დოკუმენტებს და გამოიცემა მინისტრის ბრძანება.

  • რამდენ ხანს გრძელდება მიღების პროცესი?

მიღების პროცესი გრძლდება დაახლოებით 1 თვე.

  • როდის უნდა მოხდეს თანხის გადახდა?

სემესტრის დაწყებამდე მინიმუმ 1 თვით ადრე.

  • შესაძლებელია თუ არა სწავლის საფასურის რამდენიმე ნაწილად გადახდა?

დიას, სწავლის საფასურის გადახდა შეგიძლიათ ორ ნაწილად.

  • შესაძლებელია თუ არა GAU-ში მობილობა?

დიახ.

  • რომელი სემესტრიდან არის შესაძლებელი GAU-ში მობილობა?

admissions@gau.edu.ge უნდა გამოგვიგზავნოთ ნიშნების ფურცელი იმისთვის, რომ შეფასდეს იმ საგენების ჩამონათვალი, რომელიც გიღიარდებათ GAU-ში სწავლის გაგრძელების შემდეგ.

  • სასწავლო პროცესი ონლაინ მიმდინარეობს თუ არა?

ზოგადად, ლექციები ტარდება კამპუსში, მაგრამ მიმდინარე პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს ონლაინ რეჟიმში (რა თქმა უნდა, პრაქტიკული საგნების გარდა)

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა