სიახლეები და ღონისძიებები

მედიაპროდუქციის სტუდენტების ფინალური დავალებების გამოფენა!

მედიაპროდუქციის სტუდენტების ფინალური დავალებების გამოფენა!

ორშაბათი, 02 თებერვალი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მედია ხელოვნების მიმართულების საბაკალავრო პროგრამის „მედია პროდუქციისა და ვიზუალური მეთოდები დიზაინში" მესამე კურსის სტუდენტების ფინალური ნაშრომების გამოფენა გაიმართა. 

პრეზენტაციებზე წარმოდგენილი იყო ნამუშევრები შემდეგ დისციპლინებში:

  • შეფუთვის დიზაინი
  • შემოქმედებითი აზროვნება
  • ციფრული ფოტოგრაფია
  • ილუსტრაციის საფუძვლები

ღონისძიება განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა პირველკურსელებისთვის, რომლებმაც რეალურ მაგალითებზე იხილეს, რა შემოქმედებითი გამოწვევები ელოდებათ მომავალში.

ღია გამოცდებმა ნათლად წარმოაჩინა სტუდენტების პროფესიული ზრდა, შემოქმედებითი პოტენციალი და მედია ხელოვნების სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა