
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, მედიცინის სკოლის ინიციატივით, პროექტი: HER გაიმართა, რომელიც სექსუალური და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალების მხარდაჭერას და სტიგმების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავდა მიზნად. (8.06.25)
ღონისძიება მოიცავდა რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილს:
- გამოფენა – ,,What Were You Wearing"
ძლიერი ვიზუალური ინსტალაცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს გავრცელებულ სტერეოტიპს, თითქოს ტანსაცმელი შეიძლება გახდეს ძალადობის მიზეზი.
გამოფენის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო სამოსი, რომელიც რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით შეირჩა.
- ხელოვნების ნამუშევრები ქალთა სიმტკიცეზე
გამოფენა მოიცავდა ხელოვნების ნამუშევრებს, რომლებიც გამოხატავდა ძალადობის მსხვერპლი ადამიანების შინაგან სიმტკიცესა და ბრძოლას.
- პანელური დისკუსია პროფესიონალებთან, სოციალურ მუშაკებთან და სამართლის სპეციალისტებთან ერთად, სადაც განხილული იყო ძალადობის წინააღმდეგ არსებული გამოწვევები, სამართლებრივი მექანიზმები და მხარდაჭერის რესურსები.
ღონისძიების სპიკერები:
- მედეა ხმელიძე
- გვანცა ქვინიკაძე
- ინგა ბერიძე
- ელისო ამირეჯიბი
თავდაცვითი ტრენინგი სტუდენტებისთვის
ღონისძიების ბოლოს გაიმართა პრაქტიკული თავდაცვითი ტრენინგი, რომელშიც სტუდენტები წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე მონაწილეობდნენ.