გაცვლითი პროგრამა ფინეთში, ტამპერეს უნივერსიტეტის პორის კონსორციუმში

ოთხშაბათი, 20 მაისი, 2026 - პარასკევი, 29 მაისი, 2026

ელ-ფოსტა
exchange@gau.edu.ge

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე GAU-ს ადმინისტრაციული და როგორც ბიზნესის ასევე ინფორმატიკის აკადემიური პერსონალისთვის, ფინეთში, ტამპერეს უნივერსიტეტის პორის კონსორციუმში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, ბიზნესის და ინფორმატიკის აკადემიურ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს ადმინისტრაციული ან ბიზნესისა და ინფორმატიკის აკადემიური პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 180 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
  • 360 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility Agreement Training

Mobility agreement (teaching)

შერჩების კრიტერიუმები:

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტების განხილვა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
  • სტიპენდიის მინიჭება (ტამპერეს უნივერსიტეტის პორის კონსორციუმი)
  • ხანგრძლივობა - 7 დღე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 29 მაისის, 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე, PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ტამპერეს უნივერსიტეტის პორის კონსორციუმიადმინისტრაციული და ბიზნესის ან ინფორმატიკის აკადემიური პერსონალი"

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge Nini.palavandishvili@gau.edu.ge marine.razmadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა