ცხადდება გაცვლითი პროგრამა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ირლანდიაში, დუბლინის ტრინიტის კოლეჯში!

პარასკევი, 20 ნოემბერი, 2026 - ორშაბათი, 30 ნოემბერი, 2026

ელ-ფოსტა
exchange@gau.edu.ge

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე ირლანდიაში, დუბლინის ტრინიტის კოლეჯში!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს ბიზნესისა და აიტის სკოლების აკადემიური პერსონალი და GAU-ს ადმინისტრაციული პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 190 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 580 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • შერჩეულმა კანდიდატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
  • ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);

ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალის მობილობის ხელშეკრულების შაბლონი 

აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეკრულების შაბლონი

გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის 

 

შერჩების კრიტერიუმები:

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 2027 წლის გაზაფხულის სემესტრი-25-29 იანვარი (დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 30 ნოემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: დუბლინის ტრინიტის კოლეჯი, აკადემიური ან ადმინისტრაციული სტაფი!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge; nini.palavandishvili@gau.edu.ge; marine.razmadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა