გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის რუმინეთში, ლუსიან ბლაგას სიბიუს უნივერსიტეტში!

ხუთშაბათი, 05 თებერვალი, 2026 - ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026

უნივერსიტეტი
ელ-ფოსტა
exchange@gau.edu.ge

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე, აკადემიურიპერსონალისთვის რუმინეთშილუსიან ბლაგას სიბიუს უნივერსიტეტში!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის, სამართლის პროგრამისა და ისტორიის პროგრამის აკადემიურ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს მედიცინის სკოლის, სამართლის პროგრამისა და ისტორიის პროგრამის აკადემიური პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

 დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 148 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად. 
  • 309 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე; 
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • ბიომეტრული პასპორტი; 
  • ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility agreement (teaching);

შერჩების კრიტერიუმები:

GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

ხანგრძლივობა - 7 დღე, 10-16 მაისი, 2026 წელი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 16 თებერვლის, 17:00 საათამდე გამოაგზავნეთსააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ლუსიან ბლაგა-აკადემიური პერსონალი”

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge nini.palavandishvili@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა