საზაფხულო სკოლა ანგლო-ამერიკულ უნივერსიტეტში, ჩეხეთი!

პარასკევი, 01 მარტი, 2024 - ოთხშაბათი, 15 მაისი, 2024

უნივერსიტეტი
ელ-ფოსტა
exchange@gau.edu.ge

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამაზე, ანგლო-ამერიკულ უნივერსიტეტში, პრაღა, ჩეხეთი. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრება სამკვირიან სასწავლო პროგრამაზე.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
  • შერჩეულმა სტუდენტებმა თავად უნდა აანაზღაურონ ყველა ხარჯი:
    • საზაფხულო სკოლის საფასური - 1490 USD
    • საცხოვრებელი - 860-1100 USD
    • სამოგზაურო ბილეთები
    • სამოგზაურო დაზღვევა
    • სხვა ყოველდღიური ხარჯები

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი ან შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი უნივერსიტეტისგან
  • დეკანის რეკომენდაცია (სამართლის და ჰუმანიტარული მეცნიერებების სტუდენტებისთვის)

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
  • კანდიდატურის შერჩევა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)

პროგრამის ჩატარების პერიოდი:

  • 2024 წლის ივნისი-ივლისი (3 კვირა)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 15 მაისის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Prague Summer Camp

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: ana.zanqaidze@gau.edu.ge 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა