MPM - საწარმოო პროცესების მართვა

მოკლევადიანი კურსები

MPM - საწარმოო პროცესების მართვა

  • საქმიანობთ წარმოების სფეროში და გსურთ მიღწეული შედეგების გაუმჯობესება
  • დაინტერესებული  ხართ წარმოების სფეროში  მოიწყოთ კარიერა

GAU გაძლევთ შესაძლებლობას გაიაროთ სამ თვიანი პროგრამა საწარმოო პროცესების მართვაში. MPM (Manufacturing Process Management)-ის კურსი ხელს შეგიწყობთ ეფექტიანად განახორციელოთ: 

mpm-gau

სწავლების პროცესში ყურადღება გამახვილებულია პრაქტიკულ სავარჯიშოებზე. სწორედ ამიტომ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტები სხვადასხვა საწარმოებში, სადაც მოხდება კონკრეტული ქეისების ილუსტრირება და ადგილზე განხილვა.

სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა:
მსმენელები პროგრამის დასრულების შემდეგ დაამუშავებენ პროექტს და მათი წარმატებით პრეზენტაციის შემთხვევაში მიიღებენ სერიფიკატს.

 კურიკულუმი:

  • მენეჯმენტი და პროცესების ავტომატიზაცია
  • მონაცემთა დამუშავება და ანალიზი
  • სწრფივი პროგრამირება
  • ეკონომიქსი (მიკრო & მაკრო)
  • მენეჯერული აღრიცხვა
  • ოპერაციათა მენეჯმენტი

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • აკადემიური კალენდარი შედგება 15 კვირისგან;
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ
  • ლექციის ხანგრძლივობა: სამუშაო დღეებში 19:00 - 21:30, შაბათს 12:00 - 14:30

რეგისტრაცია:
პროგრამის გასავლელად საჭიროა: 
      1. შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა; 
      2. გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV). 
ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდულია. საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრებები და დაკომპლექტდება ჯგუფი.

დაწყების თარიღი: 25 ოქტომბერი!

რეკომენდაციები

ოთარ ანთია

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

„მეწარმეობის განვითარების სააგენტო წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაზე, კერძო სექტორის განვითარებაზე, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობაზე ორიენტირებულ, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განმახორციელებელ პირველ სახელმწიფო უწყებას.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს უმთავრესი ამოცანა ქართული საწარმოების მხარდაჭერაა, შესაბამისად,  დაარსების დღიდან  მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციისა და მომსახურების დივერსიფიკაციას და მოახდინოს ახალი, პერსპექტიული სექტორების იდენტიფიცირება, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება კერძო სექტორისა და ზოგადად, მეწარმეობის განვითარების კუთხით.

არსებული ხედვისა და მისიიდან გამომდინარე სააგენტო მხარს უჭერს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ძალისხმევით დაგეგმილ საწარმოო პროცესების მართვის მოკლევადიან ინტენსიურ კურსს და იმედოვნებს, რომ ხსენებული კურსი, რომელიც თეორიულ საკითხებთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავს, საშუალებას მისცემს მსმენელებს მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ აღნიშნულ სფეროში ცოდნა თუ უნარები და შემდგომში საკუთარ საქმიანობაში გამოიყენონ დაგროვილი გამოცდილება.

ამასთანავე, კონკრეტული შემთხვევების ილუსტრირებისა და უშუალოდ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილ საწარმოებში ვიზიტის მეშვეობით კურსი საშუალებას მისცემს მონაწილეებს სამომავლოდ ეფექტურად დაგეგმონ და განახორციელონ საწარმოო პროცესების მართვა, რაც ქვეყნის სამეწარმეო გარემოსა და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებაში აისახება და ცხადია, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიზნების გათვალისწინებით თავად სააგენტოს ინტერესებშიც შედის.“

ნანა მიქაშავიძე

სს თიბისი ლიზინგის დირექტორი

„თიბისი ლიზინგი 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მისია უ...

სს თიბისი ლიზინგის დირექტორი

„თიბისი ლიზინგი 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მისია უცვლელი რჩება - გავუმარტივოთ ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიცია მცირე და საშუალო ბიზნეს ერთეულებს. ჩვენ ვცდილობთ სწრაფი და მოქნილი, მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროდუქტები შევთავაზოთ ბაზარს და მონაწილეობას ვიღებთ ისეთ სახელმწიფო პროგრამებში, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“. ასევე, წარმატების უპირველეს წინაპირობად საკუთარი ადამიანური რესურსი  მიგვაჩნია. ინვესტიცია თანამშრომლების განვითარებაში კომპანიის საქმიანობის უცვლელი კომპონენტია.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საწარმოო პროცესების მართვის მოკლევადიანი ინტენსიური კურსი ზემოთხსენებული ორივე ამოცანის გადაჭრისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა: ერთი მხრივ, ჩვენი გუნდის წევრები ცოდნას იღრმავებენ საწარმოო პროცესების მართვის კუთხით და ვითარდებიან, როგორც პროფესიონალი ანალიტიკოსები, მეორე მხრივ კი შესაძლებლობა გვეძლევა ჩვენს მომხმარებელს წარმოების სექტორიდან შევთავაზოთ მათი ბიზნესის კიდევ უფრო სწორი ანალიზი და კომპეტენტური რჩევები სამომავლო ნაბიჯების გადადგმისთვის.

თეორიულ საგნებთან ერთად, როგორიცაა მონაცემთა ბაზების ანალიზი, ეკონომიკა, ოპერაციების მართვა და სხვა, კურსის პრაქტიკული ნაწილი, რაც საწარმოებში ვიზიტს მოიცავს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „თიბისი ლიზინგის“ ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც ესწრება კურსს, მაქსიმალური შეხება ჰქონდეს ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობასთან და ამგვარად მეტი გამოცდილება დააგროვოს და მოახმაროს ჩვენს კომპანიას.

ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული ეს კურსი თვიდან თვემდე დაიხვეწება და დაინტერესებულ ორგანიზაციებს თუ ინდივიდებს ყოვლისმომცველ ლექციებს, საინტერესო სპიკერებს და პრაქტიკულ სამუშაოებს შესთავაზებს.“

სწავლის საფასური

MPM პროგრამის საფასური შეადგენს 1380 ლარს. ღირებულების ნახევარს მსმენელები გადაიხდიან ლექციების დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარს 6 კვირის განმავლობაში. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით. 

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.


საკონტაქტო პირი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.ge

გზავნილები

ტრენერები

დავით პაპუაშვილი

davidpapuashvili@gau.ge

2006 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. განხორციელებული აქვს მონეტარულ პოლიტიკასთან/ოპერაციებთან და ასევე, საბანკო სისტემის საოპერაციო რისკების ზედამხედველობასთან დაკავშირებული მრავალი პროე...

2006 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. განხორციელებული აქვს მონეტარულ პოლიტიკასთან/ოპერაციებთან და ასევე, საბანკო სისტემის საოპერაციო რისკების ზედამხედველობასთან დაკავშირებული მრავალი პროექტი. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს 2007 წლიდან უმეტესწილად ეკონომიკისა და საინფორმაციო სისტემების მართვის მიმართულებით. განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლაში ფინანსური მენეჯმენტის განხრით. არის ნიუ მექსიკოს შტატის სენატის საპატიო ჯილდოს მფლობელი და სრულიად ამერიკის სტიპენდიის ლაურეატი (All-American Scholar - 1997).

ზვიად რუსია

1997 წლიდან მუშაობს საერთაშორისო სასტუმრო ქსელის ბიზნესში, ფინანსისტი.19 წლიანი გამოცდილება კერძო სექტორში ბუღალტრულ აღრიცხვასა და მომსახურების სფეროში. 2 წლიანი გამოცდილება ლექტორად მუშაობის ფინან...

1997 წლიდან მუშაობს საერთაშორისო სასტუმრო ქსელის ბიზნესში, ფინანსისტი.19 წლიანი გამოცდილება კერძო სექტორში ბუღალტრულ აღრიცხვასა და მომსახურების სფეროში. 2 წლიანი გამოცდილება ლექტორად მუშაობის ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით (გაუ). უმაღლესი განათლება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. სერტიფიცირებული 6Sigma Black Belt in hospitality industry 2006. ამჟამად მუშაობს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ფინანსურ დირექტორად.

მალხაზ ოდიშარია

სასწავლო ცენტრი „აითი-ნოლიჯი'' - ტრენინგების კოორდინატორი, ინსტრუქტორი.  1997 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა კომპიუტერულ სასწავლებლებში ტრენინგების ინსტრუქტორად. 2001-2008 წლებში კომპიუტერული სასწ...

სასწავლო ცენტრი „აითი-ნოლიჯი'' - ტრენინგების კოორდინატორი, ინსტრუქტორი.  1997 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა კომპიუტერულ სასწავლებლებში ტრენინგების ინსტრუქტორად. 2001-2008 წლებში კომპიუტერული სასწავლო ცენტრის „SoftMaker''-ის დამფუძნებელი და დირექტორი. 2011 წელს მიენიჭა Microsoft Certified Technology Specialist (MCTS)-ის წოდება. 2003 წლიდან იყო მიწვეული ტრენერი კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებით შემდეგ ორგანიზაციებში: ეროვნული ბანკი, თიბისი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, საქართველოს ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და მრავალი სხვა.   

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა