სქრინფლეი/Screenplay (სცენარისტთა სკოლა)

მოკლევადიანი კურსები

სქრინფლეი/Screenplay (სცენარისტთა სკოლა)


კურსის/პროგრამის სახელწოდება: სქრინფლეი/Screenplay (სცენარისტთა სკოლა)


კურსის/პროგრამის ხანგრძლივობა:

  • კურსის ხანგრძლივობა - 22 თვე
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (ორშაბათი, პარასკევი).
  • ლექციის ხანგრძლივობაა 3 საათი. (19:00-22:00)

სამიზნე აუდიტორია: სცენარისტთა სკოლა “სქრინფლეი“ შექმნილია დამწყები სცენარისტებისთვისა და მწერლებისთვის, ქოფირაითერებისთვის, დრამატურგებისთვის, პიარმენეჯერებისთვის, თამაშის შემქმნელებისთვის, სფიჩრაითერებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც სურს საკუთარი იდეის ფართო აუდიტორიამდე მიტანა ფილმის, სერიალის, ვიდეორგოლის, წიგნისა თუ პიესის სახით.


კურსი/პროგრამა მოიცავს: 

სცენარის წერის პრინციპები - გოჩა კორხელაური

  • სცენარის აგების ზოგადი სტრუქტურა ფორმატის მიხედვით
  • ლოგლაინი, სინოფსისი
  • ჟანრების განხილვა-სპეციფიკა და გადაღების მეთოდები (კინო და სატელევიზიო სერიალი)
  • სერიალის დაგეგმვა სამიზნე აუდიტორიის მიხედვით
  • სამიზნე აუდიტორიისა და ჟანრის მიხედვით სერიალის პერსონაჟების შერჩევა–დახასიათება.
  • პერსონაჟების მიხედვით კასტინგისთვის მინი–სცენარის შექმნის პრინციპი
  • ფილმის / სერიალის სტრუქტურის შექმნა–დაგეგმვა

დრამატურგიის მეთოდოლოგია - ლაშა ბუღაძე

  • დრამატურგიის საფუძვლები - ანტიკური პიესები
  • ჰომოდიეგეტური და ჰეტეროდიეგეტური თხრობის ტიპები
  • ჟანრების ტიპები და მათი ძირითადი მახასიათებლები
  • პერსონაჟის შექმნა პიესისთვის - მოქმედი პირის თავისებურებები დრამატულ ტექსტში 
  • პროტაგონისტი და ანტაგონისტი
  • დრამატული მეტყველების ფუნქციები
  • დიალოგის წერის ფორმულები; მონოლოგური მეტყველები პრინციპები 
  • პროლოგიდან ეპილოგამდე

პერსონაჟის პორტფოლიო და ფსიქოლოგია - ნესტან კვინიკაძე

  • მთავარი გმირის შერჩევის პრინციპები - არქეტიპები კინოში და ტიპაჟები რეალურ ცხოვრებაში
  • პროტაგონისტისა და ანტაგონისტის ფენომენი
  • პერსონაჟის მოტივაცია, მიზანი, ფსიქოლოგიური ტრავმა და შიში
  • პერსონაჟის ბიოგრაფიისა და გარეგნული მახასიათებლების შექმნა
  • პერსონაჟის ხასიათი, ღირებულებები, პროფესია, სტატუსი და სოციალური გარემო
  • მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟების ურთიერთკავშირისა და კონფლიქტური წყვილების შექმნა
  • პერსონაჟის ინდივიდუალური მეტყველების მანერა - ლექსიკა, რიტმი, დიალოგი და ქვეტექსტი
  • პერსონაჟის ტრანსფორმაციის რკალი - პოზიტიური და ნეგატიური ცვლილება


კურსის გავლის შემდეგ:

  • გეცოდინება: “სქრინფლეიში” შეისწავლი სცენარის წერის ტექნიკასა და უნარ-ჩვევებს, დაეუფლები დრამატურგიის თანამედროვე ფორმულებს, მიიღებ სხვადასხვა ჟანრის სცენარზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებას და შეძლებ საკუთარი იდეის პროფესიონალურ დონეზე განხორციელებას.
  • დასაქმდები: კურსის გავლის შემდეგ შეძლებ დასაქმებას სცენარისტად, ქოფირაითერად.
  • მიიღებ: კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
  • რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/RABmK 


კურსის დაწყების თარიღი - 12 ოქტომბერი

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

სწავლის საფასური

სქრინფლეის სკოლაში სწავლის ღირებულება შეადგენს 1800 ლარს.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.
  • პიარსკოლის კურსდამთავრებულები ისარგებლებენ სპეციალური ფასდაკლებით და მათთვის სწავლის საფასური განისაზღვრება 1500 ლარით.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

თამთა ნიშნიანიძე

Certificate Program Manager

(+995 32) 220 65 20 (313)
(+995) 591 112 200
training@gau.edu.ge

1

...

1

გზავნილები

ტრენერები

გოჩა კორხელაური

"სქრინფლეის" დამფუძნებელი; სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი ტელესერიალისა - "შუა ქალაქში"

...

"სქრინფლეის" დამფუძნებელი; სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი ტელესერიალისა - "შუა ქალაქში"

ლაშა ბუღაძე

მწერალი და დრამატურგი, ლიტერატურული პრემია "საბას" ხუთგზის ლაურეატი; BBC-ის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული საუკეთესო სცენარის კატეგორიაში

...

მწერალი და დრამატურგი, ლიტერატურული პრემია "საბას" ხუთგზის ლაურეატი; BBC-ის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული საუკეთესო სცენარის კატეგორიაში

ნესტან ნენე კვინიკაძე

მწერალი, კინოსცენარისტი და კინომცოდნე. არის 4 რომანის, პროზაული და დოკუმენტური კრებულების ავტორი. ასევე ავტორი და თანაავტორია სცენარებისა: “ამოისუნთქე-ჩაისუნთქე” - რეჟისორი დიტო ცინცაძე; “დამლაშებუ...

მწერალი, კინოსცენარისტი და კინომცოდნე. არის 4 რომანის, პროზაული და დოკუმენტური კრებულების ავტორი. ასევე ავტორი და თანაავტორია სცენარებისა: “ამოისუნთქე-ჩაისუნთქე” - რეჟისორი დიტო ცინცაძე; “დამლაშებული პირსახოცები” - რეჟისორი ალექსანდრე ქვირია; “ია” - რეჟისორი ქეთევან მაჭავარიანი;  “ვიკა” - რეჟისორი თამარ შავგულიძე.

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა