საბუღალტრო საქმე და ბიზნესის კანონმდებლობა

მოკლევადიანი კურსები

საბუღალტრო საქმე და ბიზნესის კანონმდებლობა

2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, აგრეთვე, მეწარმე სუბიექტთა დიდი ნაწილისთვის შეიცვალა მოგების გადასახადით დაბეგვრის პრინციპი და დაინერგა მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონური“ მოდელი, აღნიშნული ორივე საკანონმდებლო სიახლე დიამეტრალურად ცვლის სააღრიცხვო პროცესის როლს და დანიშნულებას და წინა პლანზე გამოაქვს ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების წარმოება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (IFRS for SMEs) შესაბამისად.

სწორედ ამიტომ, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU გთავაზობთ ბუღალტერიის სპეციალობის დასაუფლებლად საბუღალტრო საქმის (ფინანსური აღრიცხვის) და ბიზნესის კანონმდებლობის კომპლექსურ სწავლებას საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად. კურსის საბუღალტრო საქმე & ბიზნესის კანონმდებლობა მიზანია მსმენელთა ფართო სპექტრს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო კოდექსის ყველა ძირითად პრაქტიკულ ასპექტში. სასწავლო პროგრამის  ფარგლებში ისწავლება კომპანიათა საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ამ საქმიანობის შედეგების ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების განხორციელება. სასწავლო კურსის მიმდინარეობისას თემატური და კომპლექსური პრაქტიკული სავარჯიშოების ნაწილის გადაწყვეტა ხორციელდება MS Excel-ის პროგრამის მეშვეობით.

სამიზნე ჯგუფი:

  • საბუღალტრო სფეროში დასაქმების მსურველი პირები;
  • მოქმედი ბუღალტრები, რომელთაც სურთ საკუთარი გამოცდილების თეორიული ასპექტებით გაღრმავება.
  • საკუთარი ბიზნესის მქონე პირები, რომელთაც სურთ თვითონ აწარმოონ თავისი სამეწარმეო საქმიანობის აღრიცხვა და ანგარიშგება კანონთან შესაბამისად, რაც მცირე საწარმოთა შემთხვევაში ეფექტურია და იძლევა აღრიცხვის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების დაზოგვის საშულებას;
  • სააღრიცხვო სამსახურის სპეციალიზირებული თანამშრომლები, რომელთაც სურთ გაეცნონ და შეისწავლონ ბუღალტრული აღრიცხვის სრულ ციკლს;
  • საწარმოს სხვადასხვა დონის და სპექტრის მენეჯერები და სპეციალისტები, რომელთაც აინტერესებთ სააღრიცხვო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სრულყოფილი აღქმა;

ლექციების მსვლელობისას, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ჭრილში განიხილება:

  • ბუღალტრული აღრიცხვის არსი, როლი და ადგილი საწარმოში;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პროდუქტი, მომხმარებლები და ხარისხობრივი მახასიათებლები;
  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება – დიგრაფიული მეთოდი (ორმაგი ჩაწერა), შესაბამისობის პრინციპი, დარიცხვის მეთოდი, შეფასება;
  • მიმდინარე აქტივების აღრიცხვა (დებიტორული დავალიანებები, მარაგები)
  • გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვა (ძირითადი საშუალებები, არამატერიალური აქტივები);
  • საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ, როგორც ბიზნესის სამართლებრივი რეგულირების ძირითადი ნორმატიული აქტი;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით გადასახადები, მათი არსი, გადამხდელები, დაბეგვრის ობიექტი, ადმინისტრირების წესები და შეღავათები დაბეგვრაში;
  • საგადასახადო აღრიცხვის წესები და ინსტრუმენტები;
  • საგადასახადო სამართალდარღვევები და პასუხისმგებლობა;
  • ვალდებულებების აღრიცხვა (კრედიტორული დავალიანებები, საბიუჯეტო ვალდებულებები, სასესხო, სათამასუქო და სხვა ვალდებულებები);
  • ფულის დროითი ღირებულების თეორიის გამოყენების პრინციპები;
  • ავანსირებული კაპიტალის აღრიცხვა;
  • კომპანიის შედეგების აღრიცხვა;
  • ფულადი სახსრების მართვა (მოკლე აღწერა);
  • საკონტროლო ფორმულები.  

სასწავლო პროცესის თავისებურებანი:

  • მსმენელების უზრუნველყოფა სალექციო მასალებით
  • პრაქტიკული ამოცანები, დამოუკიდებელი სამუშაოები
  • სიტუაციური ანალიზები
  • გადაწყვეტილებების მიღების სიმულაციები
  • შუალედური გამოცდები
  • ძირითადი გამოცდა სერტიფიკატისათვის

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სერტიფიკატი.

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • კურსის ხანგრძლივობაა 16 კვირა;
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი);
  • ლექციის ხანგრძლივობაა 2 სთ.

რეგისტრაცია:
პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ან მობრძანდეთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10).
 


რეკომენდაციები

სწავლის საფასური

კურსის საბუღალტრო საქმე და ბიზნესის კანონმდებლობა ღირებულებაა 1080 ლარი; დამატებით ორისის პროგრამის შესწავლის მსურველთათვის მთლიანი საფასურია 1210 ლარი. 

შესაძლებელია სწავლის საფასურის გადახდა ეტაპობრივად, ასევე განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.


საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

ლაშა ღვინიანიძე

ბუღალტრული და საგადასახადო საქმის პრაქტიკული კურსის ტრენერი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში 2004 წლიდან (გაუ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია, კავკასიის აკადემიური ცენტრი). ფინანსური დ...

ბუღალტრული და საგადასახადო საქმის პრაქტიკული კურსის ტრენერი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში 2004 წლიდან (გაუ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია, კავკასიის აკადემიური ცენტრი). ფინანსური და სააღრიცხვო სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი. ინდივიდუალური პრაქტიკის კონსულტანტი აღრიცხვის და აუდიტის საკითხებში.

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა