სამშენებლო ნორმების და პრაქტიკის პრობლემები

მოკლევადიანი კურსები

სამშენებლო ნორმების და პრაქტიკის პრობლემები

კურსის დასახელება: სამშენებლო სამართალი

კურსი შედგება შემდეგი რვა ლექციისაგან:

  • შესავალი - სამშენებლო სამართალში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები და მათი მიმოხილვა
  • ქალაქგეგმარება, ფუნქციური და უფლებრივი ზონირება, დადგენილი სამშენებლო პარამეტრების გადამეტების საკანონმდებლო საფუძვლები. ქალაქგეგმარებითი პროცესის გავლენა ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლებების რეალიზაციის პროცესში.
  • მშენებლობის პროექტის შეთანხმება და ნებართვის გაცემის თავისებურებები, მშენებლობის სახეობები, მშენებლობის კლასები
  • მშენებლობის უსაფრთხოების წესები, სახანძრო უსაფრთხოება, მიტოვებული მშენებლობის სამართლებრივი რეჟიმი და მნიშვნელობა
  • დასრულებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება
  • სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოება, დარღვევის გამოსწორების კანონით დადგენილი მექანიზმები (დასაშვები დარღვევები, პროექტის კორექტირება, დასტური და ა.შ.) და სასამართლო პრაქტიკა
  • მშენებლობის გავლენა მომიჯნავე მესაკუთრეების უფლებებზე, კანონით დადგენილი დაცვის გარანტიები და მათ შესრულებაზე კონტროლის გზები (სასამართლო პრაქტიკის ანალიზი)
  • შემაჯამებელი ლექცია

კურსი ჩატარდება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან სამშენებლო სფეროში მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს და პრაქტიკაში მათი გამოყენების პრობლემურ შემთხვევებს, ადმინისტრაციული ორგანოების და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე. მონაწილეები შეძლებენ გაეცნონ სამშენებლო სამართალში მოქმედი ნორმების ძირითად ნაკლოვანებებს და პრაქტიკაში მათი სწორად გამოყენება/განმარტების  გზებს.  

კურსის მიზანი
მონაწილეებს მიეცემათ საშუალება:

  • სწორად დაგეგმონ დეველოპერულ კომპანიებთან ურთიერთობა, რათა უზრუნველყონ ხელშეკრულების სწორად შედგენა მშენებარე კორპუსებში უძრავი ქონების შეძენისას, ხოლო დეველოპერებს და მათ იურისტებს სწორად დაგეგმონ მშენებლობის პროცესი, შეარჩიონ ინვესტიციებისთვის ის ტერიტორია, რომელზეც მაქსიმალური განაშენიანებაა შესაძლებელი და დასრულებული მშენებლობა ჩააბარონ ექსპლუატაციაში
  • დაიცვან თავი მშენებლობის მაკონტროლებელი ორგანოებისგან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების ან/და აღსრულების პროცესში. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების სპეციფიკის და განსხვავების განხილვა სხვა ადმინისტრაციული წარმოებებისგან. ასევე, იმ სამშენებლო სამუშაოების განხილვა, რომელსაც არ სჭირდება მშენებლობის ნებართვა. დარღვევის გამოსწორების სამართლებრივი მექანიზმები
  • შეისწავლონ მომიჯნავე მშენებლობების უარყოფითი გავლენის შემთხვევაში სასამართლო საქმისწარმოების საკითხები, თავდცვის საკანონმდებლო მექანიზმები
  • შეისწავლონ მშენებლობადასრულებული შენობების ექსპლუატაციაში ჩაბარების მნიშვნელობა, ექსპლუატაციაში ჩაუბარებელ შენობაში უძრავი ქონების შეძენის ან/და ფლობის რისკები.

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • კურსი გაგრძელდება 26 თებერვლიდან 20 მარტამდე;
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი);
  • ლექციის ხანგრძლივობაა 19:00 – 21:00 სთ.

რეგისტრაცია:
პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ან მობრძანდეთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10).

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 25 აპრილი!

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

სამშენებლო სამართლის კურსის ღირებულებაა 440 ლარი. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით. 

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს. 


საკონტაქტო პირი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.ge

გზავნილები

ტრენერები

უჩა ზაქაშვილი

სამართლის დოქტორი 

იგი 2005 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო სამართლის სფეროში; სამშენებლო სამართალში დღეს მოქმედი არაერთი საკანონმდებლო რეგულაც...

სამართლის დოქტორი 

იგი 2005 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო სამართლის სფეროში; სამშენებლო სამართალში დღეს მოქმედი არაერთი საკანონმდებლო რეგულაციის ავტორი/თანაავტორი; ახალი სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტის თანაავტორი; უკანასკნელ წლებში პრაქტიკულ საქმიანობას ახორციელებს სამშენებლო სფეროში მოღვაწე ავსტრიულ ჰოლდინგში (სამშენებლო პროექტი King David) და სხვა ქართულ სამშენებლო კომპანიებში; იგი უძღვება სამშენებლო სამართლის სასწავლო კურსს სხვადასხვა უნივერსიტეტებში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურიში.

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა