DCFTA და სავაჭრო გარიგებები

მოკლევადიანი კურსები

DCFTA და სავაჭრო გარიგებები

საქართველო - ევროკავშირი - ასოცირების შესახებ შეთანხმება და ვაჭრობის პერსპექტივები

კურსის მიზანისაქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ჰარმონიზაციის პროცესებმა საქართველო არაერთ სფეროში დაახლოვა ევროკავშირის სტანდარტებთან. თუ ხარ მეწარმე და გსურს ბიზნესის გაფართოება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ან გსურს განახორციელო ექსპორტი ევროკავშირში, რადგან ასოცირების შესახებ შეთანხმება რეალურ საბაჟო შეღავათებს გთავაზობს, მაშინ დაგჭირდება გაეცნო იმ ცვლილებებს, რომლებიც შესაბამისად შეეხო ქართულ კანონმდებლობას. კურსი შესაძლებლობას იძლევა დაეუფლო ასევე იმ მიდგომებს, რომლებსაც აქტიურად იყენებენ ევროკავშირის ეკონომიკური აგენტები სავაჭრო კალკულაციებში; გაეცნო როგორ და რა პრინციპებზე დაყრდნობით მუშაობს კონკურენციული მოდელი ევროკავშირში და შესაბამისად როგორ უნდა წარიმართოს ინდივიდუალური სავაჭრო გარიგება.

კურსი გთავაზობთ ინტეგრირებულ მიდგომას და კომპლექსურად მოიცავს ევროკავშირთან საგარეო ვაჭრობის  მრავალმხრივ ასპექტებს. კურსის ფარგლებში შესაძლებლობა გეძლევათ მიიღოთ ცოდნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და  რა შედეგები შეიძლება იქონიოს აღნიშნულმა პროცესებმა სავაჭრო გარიგებებზე. ხოლო, ევროკავშირის ეკონომიკური სამართლის თემატიკა დაეხმარება მსმენელებს საფუძვლიანად გააანალიზონ საკანონმდებლო ცვლილებათა დინამიკის არსი.

კურსი ასევე მოიცავს ვაჭრობის მოდელირების ტექნიკებს, რითაც მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა დაეუფლოს სათანადო მეთოდებს, რაც მას დაეხმარება ევროკავშირის შიდა ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ ოპერატორებთან სავაჭრო გარიგებებში, მოლაპარაკებების წარმოებისა და შემდგომ ეტაპებზე. ეს სფერო ოპტიმიზაციისა და მისგან გამომდინარე მოგების მაქსიმიზაციის ტექნიკებს მოიცავს. იგი გვაცნობს „თამაშის წესებს“, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკურ ოპერატორს უკვე ხელი მიუწვდება  ისარგებლოს ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე უპირატესობებით.

ლექტორები: თეონა მელითაური (საერთაშორისო და ევროპის სამართლის სპეციალისტი, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიანტი სტრასბურგის რობერტ შუმანის სახელობის უნივერსიტეტში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი. უშუალოდ მუშაობს ევროკავშირის სამართლთან ჰარმონიზაციის/ტრანსპოზიციის საკითხებზე) და თინა კბილაძე (საერთაშორისო და ევროპის სამართლის სპეციალისტი, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიანტი სტრასბურგის რობერტ შუმანის სახელობის უნივერსიტეტში. კომპანია EMTG-ის პარტნიორი, სამართლებრივი ექსპერტი ევროკავშირთან ვაჭრობის საკითხებში).

კურსის სტრუქტურა:

სასწავლო პროგრამის ფარგლებში სიღრმისეულად გავეცნობით შემდეგ საკითხებს:

  • ევროპის სავაჭრო გარიგებების რეტროსპექტივა (ისტორიული ექსკურსი), ევროპული გაერთიანებებიდან ევროკავშირამდე / ევროკავშირის სამართლის წყაროები;
  • საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობების შედარებითი ანალიზი;
  • ევროკავშირის სამართალთან (EU acquis) ჰარმონიზაცია და სტანდარტიზაცია;
  • ევროკავშირთან ვაჭრობის საბაჟო პირობები, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის  შესახებ შეთანხმება (DCFTA); 
  • ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობა, ნაწილი I, ანუ როგორ მოეპყრობიან თქვენს პროდუქტს ევროკავშირში?
  • ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობა, ნაწილი II, როგორ გავიტანოთ პროდუქტი ევროკავშირში, პრაქტიკული ქეისი;
  • ევროკავშირის საბაჟო კოდექსისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტის შედარებითი ანალიზი (ვაჭრობის აქტუალური პრობლემატიკა);
  • შეჯამება, ვორკშოპი.

კურსის ხანგძლივობა

  • კურსი მოიცავს 4 კვირას
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ
  • ლექციის ხანგრძლივობაა 3 საათი (სულ: 8 ლექცია, 24 საათი).

რეგისტრაცია:
პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.


რეკომენდაციები

სწავლის საფასური

კურსის საფასური შეადგენს 650 ლარს.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.


საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:


თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა