GAU ესპანური ცენტრი IBERIA

მოკლევადიანი კურსები

GAU ესპანური ცენტრი IBERIA

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრის Iberia და ალკალას უნივერსიტეტის შეთანხმების საფუძველზე GAU-ში დაარსდა ესპანური ცენტრი. ალკალას უნივერსიტეტი უდიდესი ტრადიციების მქონე ერთ-ერთი ყველაზე ძველი უნივერსიტეტია მთელს მსოფლიოში, რომელიც 1293 წელს დაარსდა. ცენტრის მიზანია, ხელი შუეწყოს ესპანური ენისა და კულტურის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ასევე საქართველოს კავშირების გაძლიერებას ესპანურენოვან საზოგადოებებთან.


GAU-ს ესპანური ცენტრი აცხადებს მიღებას ესპანური ენის A1, A2, B1, B2.C1, C2 დონის კურსზე და გთავაზობთ განსაკუთრებულ პირობებს.

ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხანგრძლივობა 1,5 საათი.

სულ ჩატარდება 32  ლექცია, 48 საათი.

თითოეულ ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობა: 8-15 მსმენელი.


სრული კურსის საფასური: 480 ლარი;

ფასდაკლების პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ "სწავლის საფასურის" სექციაში.


განსაკუთრებული საჩუქარი საუკეთესო სტუდენტს: თითო სასწავლო დონიდან აკადემიური მოსწრებისა და ლექტორის რეკომენდაციის საფუძველზე გამოვლინდება საუკეთესო სტუდენტი, რომელიც გაემგზავრება 1 კვირით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. ესპანეთში ყოფნის ხარჯებს ბილეთის საფასურის გარდა სრულიად ფარავს მასპინძელი ორგანიზაცია - ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი Iberia.

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

ესპანურის კურსის საფასურია 480 ლარი.  სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად. სტუდენტი იხდის შესაბამის თანხას (120ლ/100ლ/90ლ) ყოველთვიურად.

  • სპეციალური შეთავაზება GAU-ს სტუდენტებს (GAU-ს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, მათ, ვისაც გავლილი აქვს ერთი ან მეტი სასერტიფიკატო კურსი GAU-ში) 400 ლარი სრული კურსი;

  • სპეციალური შეთავაზება GAU-ს ბაკალავრიატის აქტიურ სტუდენტებს: 360 ლარი სრული კურსი.


განსაკუთრებული საჩუქარი საუკეთესო სტუდენტს: თითო სასწავლო დონიდან აკადემიური მოსწრებისა და ლექტორის რეკომენდაციის საფუძველზე გამოვლინდება საუკეთესო სტუდენტი, რომელიც გაემგზავრება 1 კვირით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. ესპანეთში ყოფნის ხარჯებს ბილეთის საფასურის გარდა სრულიად ფარავს მასპინძელი ორგანიზაცია - ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი Iberia.


საკონტაქტო პირი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.ge

გზავნილები

ტრენერები

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა