ინტერიერის დიზაინი

მოკლევადიანი კურსები

ინტერიერის დიზაინი

GAU გთავაზობთ ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსს, რომელიც აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას დამწყებ დიზაინერებს, სტუდენტებს და სხვა მსურველებს მოკლე დროში შეისწავლონ ინტერიერის დიზაინის და დეკორის ძირითადი პრინციპები:

  • სივრცის კონცეფცია, მისი ანალიზი და ეფექტური დაგეგმვა
  • კრეატივი სივრცის მოწყობაში
  • მასალები და სტანდარტები ინტერიერში
  • განათება და ფერი ინტერიერში
  • ავეჯი და მისი განაწილება სივრცეში
  • პროექტის ტექნიკურად გამართვა და ეფექტური პრეზენტაცია
  • გეგმის სწორედ დახაზვა არქიკადში და მისი დამუშავება
  • მუდ ბორდსა და ფოტოშოპში ოთახის კოლაჟის შექმნა

კურსი შედგება თეორიული ნაწილისა და პრაკტიკული მეცადინეობისაგან. პრაქტიკული სავარჯიშოები მოიცავენ პროექტზე მუშაობას როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად, პროექტის პრეზენტაციას და მის ინტერაქტიულ განხილვას.

კურსის გავლის შედეგად მონაწილეები  შეძლებენ პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, დამოუკიდებლად მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და ეფექტურად დაგეგმონ ნებისმიერი შიდა სივრცე.

კურსის მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ ცნობილი დიზაინერები.

კურსის დასრულების  შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სერტიფიკატს!

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • კურსი გაგრძელდება 10 კვირა (30 ლექცია);
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი );
  • ლექციის ხანგრძლივობაა 19:00 – 22:00 სთ.

რეგისტრაცია:
პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ან მობრძანდეთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10).
ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდულია. საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრებები და დაკომპლექტდება ჯგუფი.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 11 მარტი.
გასაუბრებები ჩატარდება ჩატარდება 12 და 13 მარტს!


კურსი დაიწყება 25  მარტს!


რეკომენდაციები

სწავლის საფასური

ინტერიერის დიზაინის კურსის საფასურია 1400 ლარი. შესაძლებელია თანხის ეტაპობრივად დაფარვა. ასევე, სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.


საკონტაქტო პირი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.ge

გზავნილები

ტრენერები

ვიქტორია ბერიშვილი

პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი, მილანის დიზაინის პოლიტექნიკური სკოლის მაგისტრი 

...

პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი, მილანის დიზაინის პოლიტექნიკური სკოლის მაგისტრი 

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა