ციფრული ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო კურსი

მოკლევადიანი კურსები

ციფრული ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო კურსი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) ნებისმიერ მსურველს სთავაზობს მოკლევადიან სასერთიფიკატო კურსს ციფრული ფოტოგრაფიის შესასწავლად!


GAU-ს ფოტო-სტუდიაში თქვენ მიიღებთ ცოდნას ფოტოგრაფიის სრულ პროცესზე - ტექნიკურ და მხატვრულ ასპექტებზე. შეისწავლით ფოტო-სიუჟეტის გააზრებას, მხატვრული, სტუდიური და სარეკლამო ფოტოების გადაღებას, ექსპოზიციის მოწყობას, დიაფრაგმის შერჩევას, ფოტოების ციფრულ დამუშავებას და რაც მთავარია, ამ პროცესისგან უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ.

კურსს წაიყვანს ფოტოჟურნალისტიგოგა ჩანადირი.

კურსის განმავლობაში თქვენ გაივლით შემდეგ საკითხებს:

  • რეპორტაჟი;
  • პორტრეტი;
  • პეზაჟი;
  • დოკუმენტური ფოტოგრაფია;
  • კონფლიქტები და ფოტოგრაფია;
  • სტუდიური ფოტოგრაფია;
  • მასობრივი ღონისძიებები;
  • ფოტოგრაფიის ისტორია.


კურსი დაიწყება 24 სექტემბერს!

კურსის ხანგრძლივობა: 8 ლექცია=16 საათი (1 თვე)

ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, თითო ლექციის ხანგრძლივობა 2 საათი.


კურსის ღირებულება შეადგენს 585 ლარს.

კურსის გავლის შემდგომ გაიცემა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სერტიფიკატი.


კურსზე დასარეგისტრირებლად, შეავსეთ აპლიკაცია.

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

ციფრული ფოტოგრაფიის კურსის ღირებულებაა 585 ლარი. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში, აგრეთვე, სტუდენტებისათვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. ასევე, სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს. 

საკონტაქტო პირი

თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.ge

გზავნილები

ტრენერები

გოგა ჩანადირი

ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსასცენარო ფაკულტეტი. 90–იან წლებში მუშაობდა ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში.

ფ...

ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსასცენარო ფაკულტეტი. 90–იან წლებში მუშაობდა ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში.

ფოტოგრაფია მის ცხოვრებაში ძირითად პროფესიად 2000 წლიდან იქცა.  მოწყობილი აქვს უამრავი ფოტო გამოფენა, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც (ასტანა, სტრასბურგი, კიევი ამსტერდამი და ა.შ.). 15 წელზე მეტია მოღვაწეობს ფოტოჟურნალისტიკაში.

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა