GAU და SALO DOLL

GAU და SALO DOLL წარმოგიდგენთ:

საქართველოში „მეთოჯინეობას“ დიდი ტრადიციები აქვს. ამ სფეროს მეტი პოპულარიზაციისა და ახალი ადამიანების ჩართულობისთვის ცხადდება კურსი, რომელსაც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) პროფესიონალ მეთოჯინესთან, სალომე ჭედიასთან - ერთად უყრის საფუძველს.

ვისთვისაა კურსი?
მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს თოჯინების დამზადება, პროფესიონალისგან დაეუფლოს საბაზისო ცოდნას და საკუთარი შესაძლებლობები შემოქმედების ამ საინტერესო სფეროში მოსინჯოს.

რას ისწავლით?
ყველაფერს, რაც სრულყოფილი თოჯინის შესაქმნელადაა საჭირო.

თეორიული მასალა:

  • პროპორციები, მოდულები.

პრაქტიკა:

  • პლასტელინით თავის ფორმის გამოყვანა. მისი დახვეწა, დამუშავება, მარტივი მონახაზის დახმარებით ნაკვთების პროპორციულად განაწილება;
  • რელიფიური ფორმების ამოყვანა. ამოყვანილი ფორმების დახვეწა-დამუშავება;
  • სახის ნაქვთების მიმიკური დამუშავება. ჩრდილების გამოყვანა;
  • სახის დასრულება მოხატვით;
  • კისერი და მხრები. თავის, კისრის და მხრების გადაბმა - სისრულეში მოყვანა;
  • ხელის ფორმა, ხაზოვანი დამუშავება;
  • ფეხის ფორმა, ხაზოვანი დამუშავება;
  • ტორსის აგება. „ჩონჩხი“;
  • „ჩონჩხის“ სინდიპონით დამუშავება;
  • სხეულის სრულფასოვნებაში მოყვანა გადაბმა;
  • თმა, სახის დაფერვა, კოსმეტიკა.

კურსის შედეგად:
საუკეთესო ნამუშევრები გავა გამოფენებზე. სურვილის შემთხვევაში გაიყიდება სასუვენირე / სასაჩუქრე მაღაზიებში.  

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი);
  • ლექციის ხანგრძლივობაა 19:30 – 21:00 სთ.

რეგისტრაცია: 
პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ან მობრძანდეთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10).


რეკომენდაციები

სწავლის საფასური

კურსის ღირებულებაა 330 ლარი. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს. 

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

სალომე ჭედია

მეთოჯინე SALO DOLL

არაერთი საერთაშორისო გამოფენის მონაწილე. მან მნიშვნელოვანი აღიარება პრაღისა და ბუდაპეშტის გამოფენებზე მოიპოვა.

...

მეთოჯინე SALO DOLL

არაერთი საერთაშორისო გამოფენის მონაწილე. მან მნიშვნელოვანი აღიარება პრაღისა და ბუდაპეშტის გამოფენებზე მოიპოვა.

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა