ტურიზმის მენეჯმენტი

მოკლევადიანი კურსები

ტურიზმის მენეჯმენტი

GAU გთავაზობთ ტურიზმის მენეჯმენტის ქართულენოვან სასერტიფიკატო კურსს, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, საშუალო ან უმაღლესი განათლების მქონე პირებისთვის, ვინც აპირებს საკუთარი ტურისტული ბიზნესის წამოწყებას ან ტურისტულ სფეროში საქმიანობას! კურსი საშუალებას გაძლევთ ტურიზმის მართვის ეფექტური მეთოდების და სისტემური მიდგომების გამოყენებით, შეისწავლოთ ტურის დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი. 

მონაწილეები შეისწავლიან ტურიზმის კლასიფიკაციას, ტურის პროგრამის შექმნას, ტურისტული მარშრუტის შედგენას, ბიუჯეტირებას, ორგანიზაციული გუნდის შექმნის, დროის, სტრესის და კონფლიქტების მართვას, საფასო სტრატეგიების შექმნის, რისკებისა და კრიზისების მართვის მეთოდებს.

საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს.


კურსის შინაარსი:

  • ტურიზმის სახეები და კლასიფიკაცია
  • ტურის პროგრამის მომზადების ეტაპები
  • ტურპაკეტის შედგენა და ბიუჯეტის გამოთვლა
  • ტურისტული მარშრუტის აღწერა-შედგენა, დროში გაწერა და მართვა
  • ტურისტებთან ურთიერთობა და კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირება
  • ტურის მსვლელობისას შესაძლო ხარვეზების რისკების განხილვა და მათი მოგვარების მეთოდები
  • ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა
  • საერთაშორისო ტურისტულi ტერმინოლოგია
  • მენეჯმენტის საერთაშორისო პრინციპები და ფუნქციები
  • ორგანიზაციული სტრუქტურების დიზაინი
  • ორგანიზაციული გუნდის შექმნა, მართვა და განვითარება
  • რისკების და კონტრაქტების მართვა
  • დროის, სტრესისა და კონფლიქტის მართვა
  • ფინანსური ბენეფიტები, საქმიანობის შეფასება
  • პროექტის ხარჯების შეფასება, პროგნოზირება
  • პროექტის ბიუჯეტირება, ხარჯების კონტროლი
  • პროექტის შედეგების ანალიზი და რეპორტინგი

უპირატესობები:

  • მცირერიცხვოვანი ჯგუფები, მონაწილეთა ოპტიმალური რაოდენობა (საშუალოდ 10 ადამიანი)
  • კურსის საუკეთესო სტუდენტები დასაქმდებიან ტურისტულ კომპანიებში
  • სწავლების მეთოდები მოიცავს ბიზნეს ქეისების განხილვას, დისკუსიებს, სავარჯიშოებს, პროექტის პრეზენტაციას და სხვა.
  • ყოველ მონაწილეს საშუალება ექნება თავად გააეკთოს პროექტის ინიცირება, განსაზღვროს პროექტის მიზანი, აირჩიოს ორგანიზაცია და თემა და გააკეთოს ზეპირი პრეზენტაცია.
  • სერტიფიკატი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან


კურსი მიმდინარეობს ქართულ ენაზე. კურსის დასრულების  შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სერტიფიკატს!


პროგრამის ხანგრძლივობა:

  • კურსი გაგრძელდება 8 კვირა (24 ლექცია, 72 საათი), 31 მარტიდან 23 მაისამდე;
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი);
  • ლექციის ხანგრძლივობაა 3 საათი (სამშ, ხუთშ: 19:00 – 22:00 | შაბათი: 12:00-15:00)


რეგისტრაცია:
პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ან მობრძანდეთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10).
ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდულია. 

კურსის ღირებულება შეადგენს 800 ლარს.  მეტი ინფორმაცია ფასდაკლებებზე იხილეთ საფასურის გრაფაში.


კურსი დაიწყება 31 მარტს!

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

პროექტის მენეჯმენტის კურსის საფასურია 800 ლარი. შესაძლებელია თანხის ეტაპობრივად დაფარვა.


20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

საკონტაქტო პირი

თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

ნინო უგულავა

MBA, საკონსულტაციო კომპანია "ალტერჯგუფის" გენერალური დირექტორი, საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი

...

MBA, საკონსულტაციო კომპანია "ალტერჯგუფის" გენერალური დირექტორი, საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი

ანი დეკანოზიშვილი

ეკონომიკის მაგისტრი, ტურისტული კომპანია "დეკა ჰოლიდეი ჯორჯიას" დირექტორი

...

ეკონომიკის მაგისტრი, ტურისტული კომპანია "დეკა ჰოლიდეი ჯორჯიას" დირექტორი

თამარ არჩუაძე

"საქართველოს აეროპორტების გაერთანების“ დირექტორი

...

"საქართველოს აეროპორტების გაერთანების“ დირექტორი

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა