TV ჟურნალისტიკის სასერტიფიკატო კურსი

მოკლევადიანი კურსები

TV ჟურნალისტიკის სასერტიფიკატო კურსი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) ნებისმიერ მსურველს გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, სამსახურისგან და სწავლისგან მოუწყვეტლად:

  • გაიღრმავოთ ცოდნა ტელეჟურნალისტიკის სფეროში
  • შეიძინოთ და გაიუმჯობესოთ წარმატებული ტელეჟურნალისტისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები
  • გაეცნოთ ინტერვიუირების, თოქშოუს და დებატების წაყვანის პრაქტიკულ მეთოდებს და ინსტრუმენტებს
  • გაივარჯიშოთ სწორი მეტყველებისა და გადმოცემის უნარ-ჩვენები
  • გაიზიაროთ ქართული ტელევიზიების ყველაზე წარამტებული ჟურნალისტების, პროდიუსერების და მენეჯერების გამოცდილება
  • აიმაღლოთ კვალიფიკაცია და მიიღოთ პასუხები თქვენს შეკითხვებზე ამ პროფესიაში ყველაზე წარმატებული ადამიანებისგან

კურსის მონაწილეები დაესწრებიან გადაცემების ჩაწერას ტელე-იმედში და რადიო იმედში!

საუკეთესო კურსდამთავრებულები გაივლიან 1-თვიან სტაჟირებას ტელეკომპანია „იმედში“!

კურსის გავლის შედეგად თქვენ მიიღებთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სერტიფიკატს, რაც მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება თქვენი პროფესიული წარმატებისკენ.

კურსის მონაწილეთათვის ასაკი შეზღუდული არ არის!

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • კურსი გაგრძელდება 8 აპრილიდან 23 მაისამდე;
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი);
  • ლექციის ხანგრძლივობაა 19:00 – 21:30 სთ.

რეგისტრაცია:
პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

 

 რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 აპრილი!


რეკომენდაციები

სწავლის საფასური

კურსის ღირებულება შეადგენს 550 ლარს.

  • კურსზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან/კომპანიიდან ორი ან მეტი აპლიკანტის არსებობის შემთხვევაში.
  • 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის GAU-ს აქტიურ სტუდენტს, კურსდამთავრებულს და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

საკონტაქტო პირი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:


თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.ge

გზავნილები

ტრენერები

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა