WE-TECH: 6-თვიანი პროგრამა ქალებისთვის

მოკლევადიანი კურსები

WE-TECH: 6-თვიანი პროგრამა ქალებისთვის

მომავალი აქაა და ის ტექნოლოგიურია.


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ჯეოლაბისა და კანტის აკადემიის ერთობლივი პროექტი WE-TECH იწყებს  16 წლიდან ასაკის გოგონებისა და ქალების მიღებას 6 თვიან პროგრამაზე.

WE-TECH - არის მოტივირებული, ცნობისმოყვარე და შემოქმედებითი ქალებისთვის შექმნილი ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც დაეხმარება მათ მომავლის ცოდნის მიღებაში, ტექნოლოგიებისა და ანტრეპრენერშიფის მიმართულებით.


WE-TECH 4 კომპონენტს ერთიანებს:

  1. პროექტის მონაწილეები 1 თვის განმავლობაში შეიძენენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ციფრულ ერაში მეწარმეობის შესახებ - შეისწავლიან ანტრეპრენერშიფის, ქოუჩინგისა და ბრენდინგის საფუძვლებს, რაც მათ საკუთარი ხედვის აღმოჩენასა და განვითარებაში დაეხმარება;
  2. პროექტის მომდევნო ეტაპზე, მონაწილეები 3 თვის განმავლობაში შეიძენენ ცოდნას ტექნოლოგიური მიმართულებით. მონაწილეები სურვილის მიხედვით აირჩევენ ორი მიმართლებიდან ერთერთს: გრაფიკული დიზაინის (Photoshop, Illustrator) ან ვებ-გვერდის შექმნის (Wordpress) კურსს. ორივე მათგანი სპეციალურად დამწყებთათვისაა შექმნილი და ძლიერი ბაზა იქნება ციფრულ სფეროში სამომავლო განვითარებისთვის.
  3. We-tech- ის ფინალურ ეტაპზე, მონაწილეები გუნდურად იმუშავებენ და მენტორის ზედამხედველობით შექმნიან ციფრულ პროდუქტებს (wordpress ვებგვერდებს, პოსტერებს..) რეგიონში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის;
  4. ასევე, გოგონებისთვის და ქალებისთვის შექიმნება ნეთვორქინგ პლატფორმა, სადაც ანტრეპრენერი ქალები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის სილიკონ ველიდან გაუზიარებენ მონაწილეებს ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას საკუთარი ბრენდების განვითარების შესახებ.


სერტიფიკატი:
პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ჯეოლაბისა და კანტის აკადემიის ერთობლივ სერტიფიკატს. სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა პროგრამის ყველა კომპონენტში სრულყოფილად მონაწილეობა.


პროგრამის ხანგრძლივობა:

  • პროგრამა გრძელდება 6 თვის განმავლობაში
    • 1 თვე - ანტრეპრენერშიფის კურსი (კვირაში ორჯერ: შაბათი, კვირა)
    • 3 თვე - ტექ-კურსი გრაფიკული დიზაინის ან Wordpress დეველოპმენტის მიმართულებით (კვირაში ორჯერ: კვირის დღეები, ჯგუფთან შეთანხმებით)
    • 2 თვე - გუნდურ პროექტზე მუშაობა და ნეთვორქინგი


პროგრამის საფასური: 500 ლარი


რეგისტრაცია:
პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაცია გრძელდება 25 ოქტომბრამდე. ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდულია.
საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრებები და დაკომპლექტდება ჯგუფები.


მოდი, აღმოაჩინე შენი ხედვა და გახადე სამყარო უკეთესი! შეაბიჯე ტექნოლოგიურ მომავალში. ეს არის შენი გზა ხედვიდან მოქმედებამდე - ეს შენი გაძლიერების გზაა.

გააციფრულე ხევდა დაიწყე WE-TECH!


პროექტი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.


რეკომენდაციები

სწავლის საფასური

საკონტაქტო ინფორმაცია

გზავნილები

ტრენერები

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა