მობილობა

მობილობა

როგორ ხდება მობილობა GAU-ში?

შიდა მობილობა

წელიწადში ორჯერ, GAU-ს სტუდენტებს გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ შიდა მობილობით, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას შეიცვალოთ და სწავლა გააგრძელოთ GAU-ს შესაბამისი საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე.

შიდა მობილობის ვადები დგინდება უნივერსიტეტის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე 2023- 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში. შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები განისაზღვრება  2024 წლის 19 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით;

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტმა, რომელსაც სურს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლა უნივერსიტეტის ფარგლებში, განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის პრეზიდენტს 19 თებერვლიდან 09 მარტის ჩათვლით; 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება პრეზიდენტის სახელზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • შესაბამისად დამოწმებული სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი).

მიმდინარე ს/წ გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით ვერ ისარგებლებენ მედიაპროდუქცია და ვიზუალური მეთოდები დიზაინში პროგრამაზე გადასვლის მსურველები!


გარე მობილობა

წელიწადში ორჯერ, შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრებში, გარე მობილობა გაძლევთ შესაძლებლობას შეიცვალოთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და სწავლა გააგრძელოთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

მობილობის ვადებს ადგენს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

იმისათვის, რომ ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით, აუცილებელია გაეცნოთ მობილობის პროცედურებს და მიყვეთ ეტაპებს:

  • სტუდენტმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე უნდა გააკეთოს განაცხადი მობილობაზე; 
  • სტუდენტმა უნდა გადაიხადოს დაწესებული მობილობის საფასური (40 ლარი) სს საქართველოს ბანკში;
  • სტუდენტი უნდა გაეცნოს მობილობის შედეგებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პორტალზე - პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში;
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტი უნდა გამოცხადდეს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში და წარმოადგინოს პირადი საქმის ასლი;
  • გაეცნოს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობას და წერილობით დაადასტუროს თანხმობა/უარი.

მობილობის სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დასაზუსტებლად დაუკავშირდით შესაბამისი პროგრამის აკადემიურ მენეჯერს.





ბაკალავრიატი

 საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური ადგილი


ბიზნესის ადმინისტრირება
8

ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)

5


სამართალი

7


საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია

7


მშენებლობა

4


ინფორმატიკა

7


ქართული ფილოლოგია

3


ინგლისური ფილოლოგია

6


ისტორია

2


დიპლომირებული მედიკოსის (MD) ერთსაფეხურიანი პროგრამა
10


მაგისტრატურა

საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური ადგილი


ბიზნესის ადმინისტრირება
2

საერთაშორისო ურთიერთობები
2

სამართალი
3

ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები (ერთობლივი)
2

ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა
2







  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში ელექტრონულად წარმოდგენის ვადა - 2022 წლის 2 აგვისტოდან - 2022 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.
  • მობილობის მსურველ პირთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის და საფასურის გადახდის ვადა: 2022 წლის 22 აგვისტოდან - 2022 წლის 7 სექტემბრის 18.00 საათამდე.
  • მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა - 2022 წლის 12 სექტემბრიდან - 2022 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგების შემთხვევაში სტუდენტი შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გამოცხადების, წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2022 წლის 9,10,12,13,14 სექტემბერი 
  • შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ აღიარებული კრედიტების თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა: 2022 წლის 15,16,17,19 სექტემბერი.
  • წერილობითი განაცხადი უნივერსიტეტის პრეზიდენტის სახელზე;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი ან ასლი;
  • 2 ფოტოსურათი 3*4 (დისკთან ერთად);
  • სათანადოდ დამოწმებული სტუდენტის ნიშნების ფურცელი;
  • სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  • სათანადოდ დამოწმებული უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (იგულისხმება - ჩარიცხვის ბრძანება, არსებობის შემთხვევაში კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანება, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/ შეწყვეტის  ბრძანება) ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა