პიტესტის უნივერსიტეტი, რუმინეთი

პიტესტის უნივერსიტეტი, რუმინეთი

პარასკევი, 26 აპრილი, 2024 - პარასკევი, 26 აპრილი, 2024

ელ-ფოსტა
exchange@gau.edu.ge


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, პიტესტის უნივერსიტეტში, რუმინეთი! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და ლექციების წაკითხვას აღნიშნულ უნივერსიტეტში 1 კვირის განმავლობაში!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებიდან;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რადგან აკადემიურ პერსონალს გამარჯვების შემთხვევაში ევალება მიმღებ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა;
  • კონკურსში გამარჯვებული აკადემიური პერსონალი ვალდებულია მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 20 საათი წაიკითხოს მიმღებ უნივერსიტეტში.

დაფინანსება მოიცავს:

  • 140 ევროს ყოველდღიურად;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას 340 ევროს ოდენობით;

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება ხდება გამგზავნი (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) და მიმღები (პიტესტის უნივერსიტეტი) უნივერსიტეტების ერთობლივი გადაწყვეტილებით.

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 1 კვირა, მიმღებ უნივერსიტეტთან შეთანხმებულ პერიოდში, სასურველია ივნისის პირველი კვირა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 10 თებერვლის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „პიტესტის უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალი.“

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.ge 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა