ბეჟას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, პორტუგალია

გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის ბეჟას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, პორტუგალია

ბეჟას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, პორტუგალია

ტელეფონი
+995 32 220 65 20 (317); +995 592 11 22 00
ელ-ფოსტა
exchange@gau.edu.ge


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, ბეჟას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, პორტუგალია! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში)!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს ბიზნესის ადმინისტრირების და ინფორმატიკის მიმართულებიდან;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან პორტუგალირი ენების B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

დაფინანსება მოიცავს მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები!

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან პორტუგალიურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება*.

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 29 ნოემბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „ბეჟას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი“.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge ან დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: +995 32 220 65 20 (317); +995 592 11 22 00.


*დამატებითი ინფორმაცია:
  • შეამოწმეთ ბეჟას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საგნების ჩამონათვალი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნები, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი.
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გირჩევთ, რომ სასწავლო ხელშეკურლების შევსებისას დაეკონტაქტოთ ბეჟას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელს საგნების შერჩევის კონსულტაციისთვის შემდეგ მეილზე: gri@ipbeja.pt - Fátima Raposo.
  • აღნიშნულ უნივერსიტეტში ინგლისურად შემოთავაზებული საგნების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ თქვენ გარდა ინგლისური საგნებისა, შეგიძლიათ აარჩიოთ „ENGLISH FRIENDLY” საგნები, სადაც მასალები მოწოდებული იქნება ინგლისურ ენაზე, ასევე ლექტორი გაგიწევთ დამატებით კონსულტაციას ინგლისურ ენაზე და გამოცდებს ჩააბარებთ ინგლისურ ენაზე. ძირითადი სალექციო კურსი კი იქნება პორტუგალიურ ენაზე.
  • კონკურსის პერიოდში მზადდება სასწავლო ხელშეკრულების სამუშაო ვერსია, რაც გულისხმობს იმას, რომ ელექტრონული განაცხადის მომზადების ეტაპზე ხელმოწერით დამოწმებული სასწავლო ხელშეკრულება არ მოითხოვება. სასწავლო ხელშეკრულების სამუშაო ვერსიაში სტუდენტის მიერ ივსება შემდეგი გრაფები: სტუდენტის პირადი მონაცემები; გამგზავნი და მიმღები უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია; მიმღებ უნივერსიტეტში შერჩეული კურსების და მშობლიურ უნივერსიტეტში მათი ეკვივალენტური კურსების შესაბამისი გრაფები (Table A: Study programme abroad; Table B: Recognition at the Sending Institution). ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსია მოეთხოვებათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შეფასების მესამე ეტაპს. ასეთ შემთხვევაში შევსებული ხელშეკრულება უნდა დაამოწმოთ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდითა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის ხელმოწერით.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა