მოსამზადებელი და გადასამზადებელი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება და ჩატარება

პროექტები

მოსამზადებელი და გადასამზადებელი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება და ჩატარება

მოსამზადებელი და გადასამზადებელი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება და ჩატარება

სხვა პროექტები

მიმდინარე

პროექტის განმახორციელებელი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკის და ინჟინერიის სკოლა
პროექტის ტიპი: საგანმანათლებლო
პროექტის განხორციელების თარიღი: 2023-2025
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამა, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
პროექტის აღწერა:

პროექტის მთვარი მიზანია სამშენებლო სექტორში კვალიფიციური კადრების სიმწირის აღმოფხვრა. ამის მიღწევა იგეგმება ინოვაციური მომზადების/გადამზადების პროგრამების შემუშავებითა და განხორციელებით სამშენებლო საიტის მენეჯმენტის, გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებით და პროგრამის მონაწილეთათვის უკეთესი და ეფექტური დასაქმების პერპექტივის შექმნით.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება 3 საგანმანათლებლო მოსამზადებელი/გადასამზადებელი პროგრამა; მათგან ორი - კერძოდ სამშენებლო საიტის მენეჯმენტის პროგრამა და გარემოს დაცვის მენეჯმენტის პროგრამა, შეიქნება ესპანელი პარტნიორების ჩართულობით, რაც აღნიშნულ კურსებს საერთაშორისოდ სერთიფიცირებულს გახდის.

პროგრამის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 160 მონაწილე მომზადდება/გადამზადდება აღნიშნული მიმართულებებით.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა