ნატა გოდერძიშვილი

კურსდამთავრებული

ნატა გოდერძიშვილი

ნატა გოდერძიშვილი

მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
კურსდამთავრებულები
2011

„პრაქტიკოსი ლექტორები; სწავლის მოქნილი სისტემა და ბევრი ინგლისურენოვანი საგანი - ეს ჩემთვის GAU-ში ჩაბარების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები იყო. სტუდენტობის პერიოდიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი იტალიაში მონაშის უნივერსიტეტში გატარებულ საზაფხულო სემესტრს, რომელიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში GAU-ს მხარდაჭერით მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტებმა უსასყიდლოდ გავიარეთ.

GAU არის უნივერსიტეტი, სადაც ყურადღებით ისმენენ სტუდენტის მოსაზრებას; ითვალისწინებენ არგუმენტირებულ შენიშვნებს; სტუდენტისა და ლექტორის ურთიერთობა არ არის იერარქიული, პირიქით თანასწორუფლებიან საწყისებზეა აგებული; პრაქტიკოსი ლექტორები ძალიან საინტერესოდ წარმართავენ ლექციებს; ზოგადად GAU ჩემთვის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის ადგილია!  ჩემი იურიდიული კარიერა 14 წელს მოიცავს და GAU-ში მიღებული განათლება ყველა სამსახურში გამომადგა. ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა უპირველეს ყოვლისა მომცა მულტიდისციპლინური ცოდნა, ასევე სამართლებრივი ანალიზისა და ლოგიკის განვითარებული უნარები, რაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ახალ სფეროებში თავის დასამკვიდრებლად.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა