ნუგზარ ტატიშვილი

კურსდამთავრებული

ნუგზარ ტატიშვილი

ნუგზარ ტატიშვილი

კორძაძის საადვოკატო ბიურო
სტაჟიორი
კურსდამთავრებულები
2014

„2014 წელს წარმატებით დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის, სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა. ამჟამად ვირიცხები ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ განვლილი 4 წელი, რაც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გავატარე დაუვიწყარ კვალს დატოვებს ჩემს ცხოვრებაში. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ასწავლიან საუკეთესო პროფესორები, რომელთა მოსმენაც ერთი დიდი სიამოვნებაა. GAU-ში არსებული პროფესურა არის იმის გარანტი, რომ ბაკალავრიატ დამთავრებული სტუდენტი უკვე მზა პროდუქტი გამოდიხარ და მზად ხარ იმ დიდი გამოწვებისათვის რაც წინ გელოდება.

სწავლის პერიოდში, მესამე კურსზე ყოფნისას სტაჟირების გავლა დავიწყე იურიდიულ ფირმა ელ-ფი-ეი“-ში, სადაც შეხება მქონდა უშუალოდ პრაქტიკასთან, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა და უფრო დამხვეწა.

მე ამაყი ვარ, რომ მქონდა საშაულება მესწავლა ისეთ პროფესორებთან როგორებიც არიან: ქალბატონი დიანა ბერიკაშვილი, ბატონი ზურა ძიერიშვილი, ბატონი ზვიად კორძაძე და სხვები არ მინდა ვინმე გამომრჩეს,რადგანაც ეს სია დაუსრულებელია.

ჩემს ერ-ერთ დიდ წარმატებად ვთვლი, რომ ამ მომენტში სტაჟირებას გავდივარ „კორძაძის საადვოკატო ბიუროში“, სადაც არის შესანიშნავი გარემო ახალი ცოდნის შესაძენად. სწორედ ბატონი ზვიადი იყო ის ადამიანი, რომელმაც რეალურად პირველად დამაფიქრია, თუ რა სფეროში მსურდა მოღვაწეობა.

მაგისტრატურის დასრულებისთვის მინდა ვიყო წარმატებული ადვოკატი და დარწმუნებული ვარ ამ მიზნების მიღწევაში GAU გვერდზე დამიდგება ისე, როგორც მედგა ამ 4 წლის განმავლობაში.“


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა