სალომე ჭელიძე

კურსდამთავრებული

სალომე ჭელიძე

სალომე ჭელიძე

რუსთავი 2
იურიდიული სამსახურის უფროსი
კურსდამთავრებულები
2010

"2010 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებებისა და დიპლომატიის სკოლა. GAUში სწავლა დღემდე ასოცირდება, პირველ რიგში, ხარისხიან და თანამედროვე განათლებასთან, საინტერესო ადამიანებთან, მოტივაციასთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევანისა და აზრის თავისუფლებასთან.

GAUში სწავლის პერიოდში მომეცა შესაძლებლობა წავსულიყავი გაცვლითი პროგრამით იტალიაში და ჩემს საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესო იტალიაში ცხოვრების ორი თვის პერიოდიც დაემატა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ უნივერსიტეტში იყვნენ/არიან საუკეთესო ლექტორები და საუკეთესო გუნდი, რომელთა მხრიდანაც სტუდენტის მიმართ დამოკიდებულებები იყო სამართლიანი, ამავე დროს მეგობრული და თანასწორი, რომელიც დიდი მოტივაციის მომცემი იყო პირადად ჩემთვის.

GAUს რეკომენდაციით, მეორე კურსიდან აქტიურად დავიწყე უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში განხორციელება.  GAUს დამსახურებაა, რომ მომიწია ძალიან ბევრ კერძო ორგანიზაციაში მუშაობა იურისტის პოზიციაზე, ასევე მომიწია სტაჟირებების გავლა საქალაქო სასამართლოსა თუ მერიაში. 2011 წლიდან კი გადავინაცვლე იუსტიციის სახლში და ვიმუშავე სხვადასხვა პოზიციებზე, იუსტიციის სახლი იყო ძალიან დიდი პრაქტიკული სკოლა, თუმცა საჯარო სამსახურიდან ისევ დავბრუნდი კერძო კომპანიაში და 2019 წლიდან დღემდე ვარ "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის იურიდიული სამსახურის უფროსი.

GAUში გატარებული ოთხი წელი იყო საუკეთესო მოგონება და ფერადი წლები, გაუში მიღებული განათლება კი -  მომავლის განათლება."

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა