არქეტიპული ბრენდინგი და პერსონალური არქეტიპული პენტაგრამა

მოკლევადიანი კურსები

არქეტიპული ბრენდინგი და პერსონალური არქეტიპული პენტაგრამა

GAU გთავაზობთ სასერთიფიკატო კურსს - ,,არქეტიპული ბრენდინგი და პერსონალური არქეტიპული პენტაგრამა“. კურსი საავტოროა და წარმოადგენს პიროვნული განვითარების მითოარქეტიპული სისტემისა  და არქეტიპული ბრენდინგის უნიკალურ სინთეზს.

კურსის უნიკალობა

  • კურსი ეფუძნება ხათუნა თავდგირიძის შექმნილ  საავტორო არქეტიპულ სისტემას, რომელიც ავტორმა ინტერდისციპლინური მეცნიერებების - მითოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ფილოსოფია, რელიგიების ისტორია, ბრენდინგისა და მენეჯმენტის ფილოსოფია -   გადაკვეთაზე შექმნა.
  • საავტორო მითოარქეტიპული სისტემა  წარმოადგენს მზა სქემებს
  • პერსონალური არქეტიპ(ებ)ის განსაზღვრისთვის;
  • პიროვნული არქეტიპული განვითარების რუკის განსაზღვრისთვის;
  • ფუნდამენტურ არქეტიპულ სისტემაზე დაფუძნებული -
  • ახალი პერსონალური ბრენდისა და ბრენდკომპანიის  ფორმირებისთვის;
  •  უკვე არსებული ბრენდების არქეტიპული განსაზღვრისთვის,
  •  უკვე არსებული ბრენდების რებრენდინგისთვის დ)კონკურენტი ბრენდების არქეტიპული ანალიზისთვის და ა.შ.

კურსის აღწერა:

კურსი ეფუძნება 5 წრედისა და 27 არქეტიპისაგან შემდგარ ხათუნა თავდგირიძის საავტორო სისტემას, რომელიც წარმოადგენს

  • იუნგიანურ ტრადიციულ არქეტიპებზე დაფუძნებულ ახალ გაფართოებულ სისტემას;
  • არქეტიპული ბრენდინგის მარკ-პირსონისეული სქემის ახალ გაფართოებულ სისტემას;
  • სისტემა სტრუქტურირებულია ლევი-სტროსისეული ბინარულ-სტრუქტურალისტური მეთოდოლოგიით;
  •  სისტემა ეფუძნება ,,კომპარატივისტული მითოლოგიის“ ფუნდამენტურ არქეტიპულ მითოლოგემებს.
  • პიროვნული არქეტიპული განვითარების რუკა მოიცავს  - კემპბელის, გენეპის, რაგლანის,  პროპის, ფრიზის სქემებს კომბინაციაში.

სწავლების მეთოდები: ლექცია, ზეპირი პრეზენტაცია, დისკუსია, ბრენდ- ქეისების პრეზენტაცია-ანალიზი; პრაქტიკული სავარჯიშოები, წერითი თეორიული ტესტირება, ფინალური ბიზნეს-ქეისის პრეზენტაცია - სიმულაციური ბრენდკომპანიის წარდგენა.

მიზნობრივი ჯგუფები

კურსი განკუთვნილია:

  • პიროვნული განვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის;
  • ტრენერებისა და ქოუჩებისთვის, რომლებიც მუშაობენ პიროვნული განვითარების, ან ბრენდირების  მიმართულებით;
  • ბრენდირებითა და გაყიდვებით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის;
  • მედიაპროდუქციისა და დიზაინის, ვიზუალური მეთოდების მიმართულებით მომუშავე სფეროს წარმომადგენლებისთვის.

კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

პიროვნული განვითარების არქეტიპული მზა სქემები და მისი პრაქტიკული გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებასა და კარიერაში;

პერსონალური ბრენდისა და კომპანიაბრენდის ფორმირებისთვის შესაბამისი არქეტიპების შერჩევა - ეფექტური  პოზიციონირების, ფუნქციონირებისა და გაყიდვებისთვის;

,,არქეტიპული ბრენდინგის“ ანალიზის საშუალებით  კონკურენტ ბრენდებში  ასევე კონკრეტულ არქეტიპებზე დაფუძნებული მარკეტინგული სტრატეგიის ამოცნობა და კონკურენტულ გარემოში   საკუთარი უნიკლაური ადგილის განსაზღვრა.

პერსონალური ბრენდის კონსტრუირების მიზნით, პერსონალური არქეტიპის განსაზღვრა  - არქეტიპული მონაცემების/მახასიათებლების სრული სპექტრის დადგენა და მისი შესაბამისობაში მოყვანა, გაძლიერება, დამუშავება და ა.შ. პერსონალურ ბრენდულ მონაცემებთან.

პროგრამის ხანგრძლივობა:

კურსი მოიცავს 9 კვირას(სულ: 17 ლექცია, 51 საათი).);

ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ - სამშაბათს და ხუთშაბათს.

ლექციის ხანგრძლივობა 3 საათი.  დრო: 19.სთ - 22სთ.

რეგისტრაცია:

პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ან მობრძანდეთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10).
ჯგუფში ადგილები შეზღუდულია.შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები შემოიტანენ განაცხადს.

კურსი დაიწყება 4 აპრილს!

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

სწავლის საფასური შეადგენს 1,200 ლარს. ღირებულების ნახევარს მსმენელები გადაიხდიან ლექციების დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარს 4 კვირის განმავლობაში. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

ხათუნა თავდგირიძე

მწერალი, მითოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ,,კომპარატივისტული მითოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის(IACM)“ წევრი.

...

მწერალი, მითოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ,,კომპარატივისტული მითოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის(IACM)“ წევრი.

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა