სქრინფლეი/Screenplay (სცენარისტთა სკოლა)

მოკლევადიანი კურსები

სქრინფლეი/Screenplay (სცენარისტთა სკოლა)

სქრინფლეი არის სცენარისტთა პირველი სკოლა საქართველოში, რომელიც  ჯეპრა • Gepra-სა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მხარდაჭერით შეიქმნა.

“სქრინფლეის” სკოლაში შეისწავლი სცენარის წერის ტექნიკასა და უნარ-ჩვევებს, დაეუფლები დრამატურგიის თანამედროვე ფორმულებს, მიიღებ სხვადასხვა ჟანრის სცენარზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებას და შეძლებ საკუთარი იდეის პროფესიონალურ დონეზე განხორციელებას.

  • ვისთვის არის ეს სკოლა?

“სქრინფლეის” სცენარისტთა სკოლა შექმნილია დამწყები სცენარისტებისთვისა და მწერლებისთვის, ქოფირაითერებისთვის, დრამატურგებისთვის, პიარ მენეჯერებისთვის, თამაშის შემქმნელებისთვის, სფიჩრაითერებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც უნდა საკუთარი იდეა ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს ფილმის, სერიალის, ვიდეორგოლის, წიგნისა თუ პიესის სახით.

  • ვინ არიან “სქრინფლეის” ლექტორები?

“სქრინფლეის” სცენარისტთა სკოლაში გასწავლიან ლექტორები, რომელთაც არაერთი წარმატებული სატელევიზიო პროექტი აქვთ შექმნილი და ცნობილი პიესებისა და წიგნების ავტორები არიან. ისინი, კურსის მანძილზე, თეორიული ნაწილის გარდა, გაგიზიარებენ საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას და შეგიქმნიან ყველანაირ წინაპირობას, რომ გახდე პროფესიონალი სცენარისტი. 


გაეცანი სცენარისტთა სკოლის საგნებისა და ლექტორების სიას:

სატელევიზიო სერიალის სპეციფიკა, შექმნა და წარმოება - გოჩა კორხელაური

როგორ გავხდეთ სცენარისტი - ოთარ ლომთაძე

შემოქმედებითი წერა - გურამ მეგრელიშვილი

დრამატურგიის მეთოდოლოგია - ლაშა ბუღაძე

დარეგისტრირდი: https://bit.ly/3SitvMH


კურსის დაწყების თარიღი: 26 სექტემბერი

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე

სალექციო დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (19:00-22:00)

კურსის საფასური: 2100 ლარი

პირველი 10 დარეგისტრირებულისთვის სწავლის საფასური 2100 ლარის ნაცვლად გახლავთ 1800 ლარი, ასევე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება GAU-ს სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის. 


აირჩიე “სქრინფლეი” - გახდი პროფესიონალი სცენარისტი! 

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

სქრინფლეის სკოლაში სწავლის ღირებულება შეადგენს 2100 ლარს. 

პირველ 10 დარეგისტრირებული აპლიკანტი გადაიხდის 1800 ლარს. 


20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს. 

საკონტაქტო ინფორმაცია

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

თამთა ნიშნიანიძე

Certificate Program Manager

(+995 32) 220 65 20 (313)
(+995) 591 112 200
training@gau.edu.ge

1

...

1

გზავნილები

ტრენერები

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა