Adobe After Effects (Motion Design) კურსი

მოკლევადიანი კურსები

Adobe After Effects (Motion Design) კურსი

After Effects- ეს არის Adobe-ის ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტი ციფრული ვიდეო რედაქტირების, კომპოზიციისა და რთული ვიზუალური ეფექტების შესაქმნელად.

გარდა ძირითადი ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების დიდი ნაკრებისა და ვიდეო გრაფიკის რედაქტირებისა, After Effects-ს აქვს უნარი ღრმად ინტეგრირდეს Adobe-ის სხვა აპლიკაციებთან, რაც საშუალებას გაძლევთ ჩვეულებრივ პერსონალურ კომპიუტერზე შეასრულოთ ოპერაციების მთელი თანმიმდევრობა (სურათის მომზადებიდან დაწყებული დამთავრებული საბოლოო რენდერით)

კურსი განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილი დიზაინერებისა და მხატვრებისთვის, რომლებიც მუშაობენ ვიდეო დიზაინის, სარეკლამო სააგენტოების, ტელევიზიისა და კინოსტუდიების სფეროში, ასევე ყველასთვის, ვისაც სურს შეისწავლოს თუ როგორ შექმნას საინტერესო და თანამედროვე ვიდეო პროექტები  ფოტო და ვიდეო მასალებზე დაყრდნობით.

  • შესავალი - მოუშენ დიზინის საფუძვლები
  • ანიმაციის ძირითადი პრინციპების მართვა
  • Adobe Illustrator-ის და  Adobe Photoshop-ის ძირითადი საწყისები
  • ფაილების მომზადება ანიმაციისთვის
  • PATH - ის ანიმაცია და მასკები
  • სინათლისა და კამერების შექმნა და ძირითადი პარამეტრები.
  • 2D და 3D ფენების გამოყენების მაგალითები.
  • ტექსტის ანიმაცია
  • პერსონაჟის რიგი და ანიმაცია
  • 3D ფენების გაფორმების დამატებითი ვარიანტები - მათი განსხვავებები, უპირატესობები და უარყოფითი მხარეები.
  • პრაქტიკული სავარჯიშოები.

კურსი შედგება თეორიული და პრაკტიკული გაკვეთილებისაგან. პრაქტიკული სავარჯიშოები მოიცავენ Motion Design-ის პროექტზე მუშაობას, ვიდეო პროექტის პრეზენტაციას და მის ინტერაქტიულ განხილვას.

კურსის ხანგძლივობა

  • კურსი მოიცავს 8 კვირას;
  • ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, (ორშაბათი, პარასკევი) თითოეული ლექციის ხანგრძლივობაა 2 საათი (სულ: 16 ლექცია, 32 საათი).
  • კურსის ბოლო ლექციაზე ჩატარდება ფინალური პროექტების პრეზენტაცია 
  • კურსს გაუძღვება კოკა პაპასქუა

კურსი დაიწყება 6 მარტს!


რეკომენდაციები

სწავლის საფასური

Adobe After Effects (Motion Design) კურსის საფასური შეადგენს 1000 ლარს.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

კოკა პაპასქუა

2017 წლიდან მუშობს გრაფიკული დიზაინის სფეროში, ამ დროის განმავლობაში მუშაობდა მრავალ პროექტზე, თანამშრომლობდა ტელევიზიებთან, - მოუშენ დიზაინერის,  გრაფიკული დიზინისა და  ...

2017 წლიდან მუშობს გრაფიკული დიზაინის სფეროში, ამ დროის განმავლობაში მუშაობდა მრავალ პროექტზე, თანამშრომლობდა ტელევიზიებთან, - მოუშენ დიზაინერის,  გრაფიკული დიზინისა და  ვიდეო მონტაჟის მიმართულებით. ასევე საბანკო სფეროშიც,  მობილურ აპლიკაციებზე და პროტოტიპებზე. კოკას აქვს გამოცდილება ანიმაციებზე, ვიდეო მონტაჟზე, გიფებზე, ვებ დიზინზე, UI მოუშენ დიზიანზე, მას შექმნილი აქვს მრავალი პროდუქტის დიზიანი. ასევე კარგად ფლობს 3D პროგრამას კერძოდ Cinema 4D-ს.

ამჟამად უძღვება ქართულ-ამერიკული უნივერსისტეტის სასერტიფიკატო პროგრამის Adobe After Effects (Motion Designკურსს.

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა