სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (BLS)

მოკლევადიანი კურსები

სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (BLS)



BLS განახლებული კურსია გადაუდებელი კარდიოვასკულარული დახმარებისა (ECC) და გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) 2020 წლის გაიდლაინის მიხედვით.

სწავლების ენა: ქართული /ინგლისური
ხანგძლივობა 6 სთ (1 დღე)

სამიზნე ჯგუფისამედიცინო პერსონალი - ექიმები, ექთნები პარამედიკოსები; სამედიცინო მიმართულების სტუდენტები; არასამედიცინო პერსონალი;

მიზანისიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (Basic Life Support, BLS) სასწრაფო, გადაუდებელი და რეანიმაციული მიმართულების საბაზისო კურსია. სასწავლო პროგრამის მიზანია მსმენელებს/სტუდენტებს შეასწავლოს სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური საფეხურები მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში. გულის უეცარი გაჩერების დროს მაღალეფექტური მიდგომით დაზარალებულისათვის მაქსიმალურად კეთილსაიმედო შედეგის მიღწევა როგორც ჰოსპიტალში, ასევე ჰოსპიტლის გარეთ. 

სასწავლო პროგრამა მოიცავს:

  • გულის გაჩერების ამოცნობას;
  • სასიცოცხლო გადარჩენის ბაზისური ალგორითმს 2020 წელს  განახლებული ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) გაიდლაინის მიხედვით;
  • სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვს მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში;
  • ერთი მაშველის მიერ გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) განხორცილებას მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში;
  • ორი და მეტი  მაშველის მიერ გულ-ფილტვის რეანიმაციის  (CPR)  განხორცილებას მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში;  
  • ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენებას;
  • ხელოვნური სუნთქვის ტექნიკას პარკ-სარქვლოვანი ტომრისა და ნიღბის გამოყენებით;
  • დამხმარე სუთქვის ჩატარებას მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში;
  • პირველად დახმარებას და რეანიმაციულ ღონისძიებებს უცხო სხეულის გადაცდენის დროს მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში;
  • გუნდური მუშაობის პრინციპებს მაღალი ეფექტურობის გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) განხორციელების დროს;
  • გულმკერდის კომპრესიის ფრაქცია (CCF) გამოთვლას დაზარალებულისათვის მაქსიმალურად კეთილსაიმედო შედეგის მისაღწევად;
  • კურსის გავლის შემდეგ მსმენელს/სტუდენტს ექნება ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) 2020 წლის გაიდლაინის  ფუნდამენტური ცოდნა და პრაკტიკული უნარები გულის გაჩერების დროს დაზარალებულის დასახმარებლად.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელები/სტუდენტები მიიღებენ ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) სერტიფიკატებს.

ჩვენი ტრენინგ ცენტრის უპირატესობებია:

  • მოქნილი გრაფიკი ტრენინგებისათვის;
  • ტრენინგი თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას;
  • საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენერები;
  • ფასდაკლება ჯგუფურ განაცხადებზე;
  • თანამედროვე სატრენინგო მასალა და განახლებული სწავლების მეთოდიკა;
  • ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) საერთაშორისო სერტიფიკატი;
  • სერტიფიკატის გაცემა იმავე დღეს, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ.

ტრენინგი ჩატარდება 4 ივლისს, 10 საათზე. 
რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე - https://cutt.ly/Hh0Sf9L
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: gautrainingcenter@gau.edu.ge ან (+995) 591 69 81 88;

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

კურსის ღირებულება შეადგენს 180 ლარს.

30 ლარიანი ფასდაკლება ეკუთვნით:

  • უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს
  • GAU-ს თანამშრომლებს
  • ორგანიზაციებს/კომპანიებს, რომელთა 6 ან მეტი თანამშრომელი რეგისტრირდება კურსზე;

საკონტაქტო ინფორმაცია

გზავნილები

ტრენერები

ნინო კასრაძე

ნინო კასრაძე არის ლიცენზირებული ექიმი. მისი სამედიცინო-პრაკტიკული სამუშაო გამოცდილება პაციენტის მოვლისა და სამედიცინო მანიპულაციების შესრულების კუთხით უკავშირდება კლინიკური ონკოლოგიის სამეცნიერო ცე...

ნინო კასრაძე არის ლიცენზირებული ექიმი. მისი სამედიცინო-პრაკტიკული სამუშაო გამოცდილება პაციენტის მოვლისა და სამედიცინო მანიპულაციების შესრულების კუთხით უკავშირდება კლინიკური ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრს საქართველოში და ამერიკის (აშშ) სახელმწიფო დეპარტამენტის სამედიცინო განყოფილებებს საქართველოსა და ერაყში.

მუშაობდა როგორც RN ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სამედიცინო განყოფილებაში და სამშვიდობო მისიაში ბაღდადში (ერაყი).

არის ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) ინსტრუქტორი. BLS, CPR და First Aid ტრეინინგების პროვაიდერი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სამედიცინო პროგრამების ფარგლებში მუშაობდა საქართველოში თბილისის, ცხინვალისა და სოხუმის დელეგაციებში.

პედაგოგიური გამოცდილება უკავშირდება რამდენიმე უნივერსიტეტს, ამჟამად არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კლინიკური უნარების ტრეინინგ ცენტრის  უფროსი და ლექტორი.

თეა ნათელაური

ლიცენზირებული კლინიკური ონკოლოგი

GAU-ს მედიცინის სკოლის მოწვეული ლექტორი

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (2010-2016) და გავლი...

ლიცენზირებული კლინიკური ონკოლოგი

GAU-ს მედიცინის სკოლის მოწვეული ლექტორი

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (2010-2016) და გავლილი აქვს ამავე უნივერისტეტის კლინიკური ონკოლოგიის რეზიდენტურა (2017-2020). დაფინანსებით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში და გაიარა MSc Oncology-ის ნახევარი სემსტრი ჩესტერის უნივერისტეტში. აქვს გამოცდილება სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავებასა და პუბლიკაციების წერაში. საბაზისო გამცდილება უკავშირდება დიპლომატიური დასახლების ამერიკულ სკოლას QSI-ის, სადაც მუშაობდა სკოლის ექიმად და ამერიკულ საერთაშორისო კლინიკათა ქსელს AMC სადაც მუშაობდა ოჯახის ექიმის ასისტენტად.

არის ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის მოწვეული ლექტორი  და ასევე, მოღვაწეობს რამდენიმე სხვა უმაღლეს სასწავლებელში. გახლავთ ამერიკის გულის ასოციაციის BLS ინსტრუქტორი და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენენრი (TOT). გავლილი აქვს ERC და BHF გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსები. არის სამეცნიერო გაერთიანებების BHS,ESO,ESMO,ASCO წევრი.

ვალიკო ბეგიაშვილი

GAU-ს მედიცინის სკოლის მოწვეული ლექტორი

ვალიკო ბეგიაშვილი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული (2013-2019 წელი).

მან სტუდენტობის პერიოდში წარმატ...

GAU-ს მედიცინის სკოლის მოწვეული ლექტორი

ვალიკო ბეგიაშვილი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული (2013-2019 წელი).

მან სტუდენტობის პერიოდში წარმატებით ჩააბარა ამერიკის სალიცენზიო გამოცდები:

  • USMLE Step 1 (2017 წელი)
  • USMLE Step 2CK (2018 წელი)
  • USMLE Step 2 CS (2019 წელი)

უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე იმყოფებოდა კლინიკურ როტაციაზე  კლივლენდის კლინიკაში (ოჰაიო, კლივლენდი) იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის დეპარტამენტში.

ვალიკო ბეგიაშვილმა კლინიკური გამოცდილება მიიღო სხვადასხვა კლინიკაში:

  • „უმაღლესი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი- საუნივერსიტეტო კლინიკა“, გადაუდებელი მედიცინის დეპარტმენტი (2015-2016)
  • სამედიცინო ეკოსისტემა „პინეო“, კარდიოლოგიის დეპარტამენტი (2017)
  • „კონსილიუმ მედულა“, ექიმი-რეზიდენტი კლინიკურ ონკოლოგიაში (2019-2020)

არის ამერიკის გულის ასოციაციის (AHA)  მიერ სერთიფიცირებული BLS ინსტრუქტორი “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საერთაშორისო ტრენინგ ცენტრში“ (2020- დღემდე)

აქვს 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. ამჟამად არის მიწვეული პედაგოგი ქართულ-ამერიკულ უნივერიტეტში (GAU), სადაც უძღვება პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებასა და სამედიცინო გენეტიკას.

ვალიკო ბეგიაშვილი არის, ასევე, მიწვეული პედაგოგი  ევროპულ უნივერსიტეტში, სადაც ასწავლის ფარმაკოლოგიასა და ფიზიოლოგიას.

ის, ასევე, უძღვებოდა ამერიკის სალიცენზიო გამოცდების პირველი და მეორე ეტაპის მოსამზადებელ კურსს.

თამარ დაუსი

2013 წლიდან დღემდე თამარი გახლავთ საექთნო დეპარტამენტის დირექტორი “სამედიცინო კორპორაცია ევექსში”, 2016 წლიდან კი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის სასწავლო დ...

2013 წლიდან დღემდე თამარი გახლავთ საექთნო დეპარტამენტის დირექტორი “სამედიცინო კორპორაცია ევექსში”, 2016 წლიდან კი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საექთნო ასოციაცია “ნიუმენის” დამფუძნებელი.

თამარ დაუსი მუშაობდა „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების“ მთავარი ექთნისა და შემდგომ შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციაზე. იგი ასევე უწევდა კონსულტაციას საექთნო მიმართულებით კლინიკებს „კურაციო“, „იუნონა“ და კავშირი “დოსტაქარი”.

2002 წელს თამარი “Princess Margaret Hospital”–ში (ბრიტანეთი) უმცროსი ექთნის თანამდებობაზე მუშაობდა.

მას აქვს 22 წლიანი სამუშაო გამოცდილება კომპანიებში: ქართულ-ამერიკული სამედიცინო ცენტრი „ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრი“ –  რეანიმაციული განყოფილების მედდა და შემდგომში მთავარი მედდა, დიდ ბრიტანეთში „The Salvation Army” – სოციალური მუშაკი, აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – ექთან-ინსტრუქტორი და მიმღები განყოფილების უფროსი მედდა.

სხვადასხვა დროს გავლილი აქვს მნიშვნელოვანი სასწავლო კურსები: BLS, ACLS რომლის ინსტრუქტორიც იყო (მაისი, 2008 – აგვისტო, 2009); Prehospital Trauma Life Support provider instructor (ნოემბერი, 2009 – თებერვალი, 2010, ჩრდილო კაროლინა, აშშ.); FCCS კურსი – თბილისი საქართველო/ კოლაბორაცია მეიოს კლინიკა და FCCS – TOT კურსი თბილისი საქართველო/ კოლაბორაცია მეიოს კლინიკა (2015-2016); საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებული მენეჯმენტისა და ლიდერშიპის კურსი (2016-2017); TOT-  ტრენინგი ტრენერებისთვის (2019).

2006 წელს თამარი იმყოფებოდა ობსერვაციული ვიზიტით გრეიდის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში ( ატლანტა აშშ).

აქვს ასევე 12 წლიანი გამოცდილება სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებისა სამედიცინო მიმართულებით, 2016 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას პროფესიულ განათლებაში.

2016-2018 წლებში თამარი გარე ინიცირების ფარგლებში იყო სამუშაო ჯგუფის წევრი, რომლის მიხედვით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცდა “საექთნო განათლების” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი.

თამარი დღემდე იღებს მონაწილეობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი (CDC) ერთობლივ პროექტში, რომლითაც იქმნება ინფექციის კონტროლისა და პრევენციის ეროვნული გაიდლაინები.

იგი ასევე ხელმძღვანელობს სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსისა” და “ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის” ერთობლივ პროექტს, „საექთნო უნარები საქართველოში“, რომლის ფარგლებში ქართულად იქმნება  საექთნო ლიტერატურა, ტესტ-ბანკი და გენდერული აქტივობის გეგმა.

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა