გარემოსდაცვითი სისტემების მენეჯმენტი

მოკლევადიანი კურსები

გარემოსდაცვითი სისტემების მენეჯმენტი

გარემოსდაცვითი სისტემების მენეჯმენტის მოკლევადიანი პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს დაეუფლოს ახალ პროფესიას, მიიღოს ცოდნა გარემოს დაცვის სისტემების საფუძვლებში და დასაქმდეს სამშენებლო ინდუსტრიაში. 

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტს:

  • გარემოსდაცვითი სისტემების მენეჯმენტის საფუძვლები
  • ქვეყანაში მოქმედი გარემოს დაცვის კანონმდებლობების საფუძვლები
  • სამშეენებლო მასალების სპეციფიკაციები
  • დაცვის ქვეშ მყოფი ეკოსისტემები და ტერიტორიები
  • გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) მომზადება
  • საჭირო დოკუმენტაციის შესწავლის, ანალიზისა და მომზადების უნარები

კურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ გარემოსდაცვითი მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობების სწორად აღქმას, გარემოსთვის მავნე და დამაბინძურებელი ნივთიერებებისა და მათი დასაშვები დონის დადგენას, გარემოსდაცვითი აუდიტით მომზადებული პროექტის გაანალიზებას, ამ პროექტის მიხედვით ტერიტორიის მომზადებასა და საჭირო ინვენტარის იდენტიფიცირებას, გზშ-ს დოკუმენტის მომზადებას, სამშენებლო მოედანზე ინსტრუქციების გაცემას, ფუნქციების განაწილებასა და პროცესების მონიტორინგს.

გარემოსდაცვითი სისტემების მენეჯმენტის მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამა შემუშავებულია ესპანელი ექსპერტების ჩართულობით ესპანეთის ბიზნეს ორგანიზაციების კონფედერაციიდან (CEOE).

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს GAU-ს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა (ICCA) და ესპანეთის ბიზნეს ორგანიზაციების კონფედერეაციის (CEOE) მიერ დამოწმებულ სერტიფიკატს.

პროგრამის სტრუქტურა:

  • პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე (12 კვირა)
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ
  • ლექციის ხანგრძლივობა 3 საათი

რეგისტრაცია:
პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

კურსზე განსაზღვრულია კვოტა ქალებისა და ახალგაზრდებისათვის.

სწავლება დაიწყება 2023 წლის 06 ნოემბერს.

წინაპირობა:

 კურსის გასავლელად, აუცილებელია, რომ აპლიკანტს მიღებული ჰქონდეს უმაღლესი განათლება. სამუშაო გამოცდილება გარემოს დაცვის მიმართულებით არ მოითხოვება.

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

3-თვიანი პროგრამის საფასურია 1,100 ლარი.

10%-იანი ფასდაკლება განსაზღვრულია:

  • ერთი კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლის შემთხვევაში

20%-იანი ფასდაკლება განსაზღვრულია:

  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის;
  • ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების თანამშრომლებისათვის.

50%-იანი ფასდაკლება განსაზღვრულია:

  • პროექტის საბჭოს წევრი კომპანიების და დასაქმების მემორანდუმის ხელმომწერი კომპანიების თნამშრომლებისთვის.


პროგრამა შემუშავდა USAID პროგრამის „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

სალომე ბერეჩიკიძე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მშენებლობის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ლექტორი, გარემოსდაცვითი საკითხების სპეციალისტი, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით კერძო და აკადემიურ სექტორებში.66

...

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მშენებლობის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ლექტორი, გარემოსდაცვითი საკითხების სპეციალისტი, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით კერძო და აკადემიურ სექტორებში.66

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა