კომპიუტერული ქსელების საბაზისო კურსი (Computer Networks Basic Course)

მოკლევადიანი კურსები

კომპიუტერული ქსელების საბაზისო კურსი (Computer Networks Basic Course)

        მოცემული კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს დაეუფლოს ან გაიღრმავოს ცოდნა ქსელის საბაზისო პრინციპების, მისი დაგეგმვის, აგების და მონტაჟის მიმართულებით; გაეცნოს სხვადასხვა თანამედროვე ქსელურ მოწყობილობებს, ადაპტერებს, სამონტაჟე ინსტრუმენტებს და შეძლოს მათი გამოყენება - შერჩევა, ინსტალაცია, ძირითადი კონფიგურაცია და მართვა. შეისწავლოს ქსელში წარმოშობილი პრობლემის მოძიება და აღმოფხვრა; კაბელური და უკაბელო მარშრუტიზატორების კონფიგურაცია და მონტაჟი; უკაბელო ქსელის მოწყობა; ქსელში სამუშაო მარტივი პროგრამების გამოყენება; კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დამოუკიდებლად გადაჭრას კომპიუტერულ ქსელთან  დაკავშირებული ძირითადი პრობლემები.

       მსმენელები გაეცნობიან თანამედროვე ქსელური საინფორმაციო ტექნოლოგიების ფუნქციონირების პრინციპებს. შეისწავლიან მარშრუტიზატორების (Router),უსადენო წვდომის წერტილების (Wireless Access Point), კომუტატორების (Switch) და კონცენტრატორების (Hub) კონფიგურირების მეთოდებს. ასევე გაეცნობიან სხვადასხვა ქსელურ ინსტრუმენტებს და მოწყობილობებს.

კურსის მსვლელობისას განხილული იქნება:

  1. კომპიუტერული ქსელები, ქსელების ძირითადი ტიპები (LAN, MAN, WAN, WLAN, SAN, VPN) და ტოპოლოგიები;
  2. ქსელური მედიის ტიპები (სპილენძის გამტარიანი კაბელების ტიპები (UTP, STP, FTP), კოაქსიალური და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები; მონაცემების უკაბელო გადაცემები); კაბელების პირდაპირი (Straight-Through) და ჯვარედინი (Crossover) შეერთება;
  3. ლოგიკური (IP) და ფიზიკური (MAC) მისამართები;
  4. DHCP, DNS, RDNS სერვერები და მათი დანიშნულება;
  5. ქსელის მოსაწყობად საჭირო სხვადასხვა მოწყობილობები; მათი კონფიგურაცია და მართვა:
    • კონცენტრატორები (Hubs)
    • კომუტატორები (Switches (Unmanaged, Smart, Managed))
    • მარშრუტიზატორები (Routers (Dual-Band Routers); Modems)
    • უსადენო წვდომის წერტილები (Wireless Access Points; Repeaters)
    • მედია კონვერტორები (Media Converters)
  6. ქსელების ქვექსელებად დაყოფა; სადენიანი და უსადენო შიდა ქსელების გამართვა;
  7. VLAN-ების (Virtual Local Area Network) შექმნა მართვად სვიჩებზე;
  8. მარტივი VPN-ის (Virtual Private Network) მოწყობა;
  9. სხვადასხვა ქსელური ტექნიკა და ადაპტერები:
    • ქსელური პრინტერები (Network Printers)
    • IP ტელეფონები (IP Telephones)
    • უკაბელო ადაპტერები (Wireless USB Adapters)
    • პაჩ პანელები(Patch Panels)
    • PoE ინჯექტორები და სპლიტერები (PoE Injectors and Splitters)
    • Powerlines
  10. ქსელში სამუშაო მარტივი პროგრამების გამოყენება (Advanced IP Scanner, Putty, Team Viewer, Ammyy Admin);
  11. OSI და TCP/IP მოდელები; მათი სტრუქტურა;
  12. Proxy Server (Kerio Control) დანიშნულება, ინსტალაცია და ძირითადი კონფიგურაცია;
  13. ქსელში გავრცელებული ძირითადი პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები.

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • აკადემიური კალენდარი შედგება 6 კვირისგან;
  • ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ (სამშაბთი და პარასკევი);
  • ლექციის ხანგრძლივობაა 19:00 – 21:00 სთ.

რეგისტრაცია: 
პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ან მობრძანდეთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10).


რეკომენდაციები

სწავლის საფასური

კომპიუტერული ქსელების საბაზისო კურსის ღირებულებაა 580 ლარი. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს. 

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა