მონაცემთა მეცნიერების საბაზისო კურსი (DATA SCIENCE)

მოკლევადიანი კურსები

მონაცემთა მეცნიერების საბაზისო კურსი (DATA SCIENCE)

  • ხართ დაინტერესებული მონაცემების ანალიზისა და მანქანური დასწავლის მეთოდების გამოყენებით საკუთარ საქმიანობაში?

  • დასაქმებული ხართ ბიზნესის სფეროში და გსურთ მიღწეული შედეგების გაუმჯობესება მონაცემთა ანალიზის მეშვეობით?

  • დაინტერესებული ხართ ამ სფეროს შესწავლით, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი დრო ხანგრძლივი სწავლისთვის?


GAU გთავაზობთ, გაიაროთ მონაცემთა მეცნიერების საწყისების პირველი მოკლევადიანი კურსი საქართველოში - DS101რომელიც გაძლევთ რეალურ შესაძლებლობას:

  1. შეისწავლოთ მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის ტექნიკები python-ის პროგრამული ენის გამოყენებით
  2. აითვისოთ მონაცემთა ვიზუალიზაციის საწყისები
  3. გაიცნოთ მანქანური და ღრმა დასწავლის თანამედროვე ალგორითმები
  4. მოარგოთ მიღებული ანალიტიკური ალგორითმები რეალურ ბიზნეს პრობლემებს
  5. ყოველდღიურ მუშაობაში დანერგოთ ანალიტიკური გადაწყვეტები
  6. მიიღოთ მონაცემთა ანალიტიკაზე დაყრდნობილი დროული და სწორი გადაწყვეტილებები
  7. გაიმდიდროთ კონტაქტები

კურსი ასევე დაგეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში, კარიერულ წინსვლაში, ანალიტიკური უნარების აღმოჩენა-გაღრმავებაში.

პროგრამა აწყობილია სწავლების თანამედროვე მეთოდებით, როგორებიცაა ინტერაქციული მუშაობა და სიმულაციები. კურსის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება მსმენელების მაღალ ჩართულობასა და რეალური სამყაროს პრობლემების განხილვაზე სწავლების მიმდინარეობისას, რაც უფრო საინტერესოს ხდის ლექციების მიმდინარეობას. კურსის გავლის შემდეგ მიიღებთ შესაბამის სერტიფიკატს.

პროგრამა შექმნილია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ლინკოპინგის უნივერსიტეტის (შვედეთი) მაღალკვალიფიციური პერსონალის თანამშრომლობით. 

კურსს გაუძღვებიან ამ სფეროში მოღვაწე მოწინავე ქართველი ლექტორები.


ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:

  • მონაცემების ანალიზისა და მანქანური დასწავლით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის
  • მათთვის, ვისაც სურს მიიღოს მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები
  • მონაცემთა ანალიზისა და მანქანური დასწავლის მიმართულებით კარიერის დაწყების მსურველთათვის


მსმენელები გაივლიან ქვემოთ ჩამოთვლილ მოდულებს შესაბამისი საგნებით:

  1. მონაცემთა ანალიზი ბიზნეში:
    • ბიზნესში გამოყენების მაგალითები
    • მონაცემთა ანალიტიკის შესავალი
    • ავტომატური მანქანური დასწავლის პლატფორმები და მათი გამოყენება
  2. Python-ის პროგრამირების ენის საწყისები
    • პროგრამირების საწყისები:
      1. ცვლადების განსაზღვრა
      2. ცვლადების ტიპები
      3. ლოგიკური ბლოკები და ციკლები
      4. ფუნქციები
      5. ბიბლიოთეკები
      6. ნაკადები
  3. მონაცემების დამუშავება:
    • მონაცემების ტიპები
    • Pandas ბიბლიოთეკის შესავალი
    • მონაცემთა ვიზუალიზაციის საწყისები
    • მონაცემთა დამუშავების და გასუფთავების ტექნიკები
  4. მანქანური დასწავლის ალგორითმები:
    • დაკვირვებითი და დაკვირვების გარეშე მოდელები
    • რეგრესიული და კლასიფიკაციის ალგორითმები
    • კლასტერირება (აღმწერი მეთოდები)
    • მოდელირებისთვის მონაცემების მომზადება
    • მოდელის წარმადობის შეფასების მეთოდოლოგიები და მახასიათებლები
    • კომპიუტერული ხედვის ალგორითმები (computer vision)
    • დამხმარე ხელსაწყოები
  5. რეალური პროექტების/ქეისების გარჩევა:
    • მანქანური დასწავლის გამოყენებით გადაჭრილი რეალური ქეისებისა და კოდის გარჩევა და ანალიზი
  6. კურსის საბოლოო პროექტის მომზადება:
    • საბოლოო პროექტისთვის მონაცემების შერჩევა
    • პროექტის მსვლელობისას ლექტორების კონსულტაცია


სერტიფიკატი:

კურსდამთავრებულები მიიღებენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სერტიფიკატს.
სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა ანალიტიკური/მანქანური დასწავლის პროექტის მომზადება და პრეზენტაციის წარდგენა.
პროექტის წარდგენას დაესწრებიან პოტენციური დამსაქმებლები რელევანტური ინდუსტრიებიდან.
პროექტი შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური - არაუმეტეს 3 წევრისა.
მსმენელები იტოვებენ უფლებას პრეზენტაცია ჩაატარონ ღია ან დახურულ ფორმატში.

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • აკადემიური კალენდარი შედგება 13 კვირისგან
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (ხუთშაბათი და შაბათი). ჯგუფთან შეთანხმებით შესაძლებელია დღეების კორექტირება
  • ლექციის ხანგრძლივობაა 2-3 საათი


პროგრამის ღირებულება2,000 ლარი


რეგისტრაცია:

რეგისტრაცია მიმდინარეობს 2021 წლის 9 ნოემბრამდე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოგზავნოთ CV მეილზე
საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრებები და დაკომპლექტდება ჯგუფი.



პროექტი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

საკონტაქტო ინფორმაცია

თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

ლევან ბორჩხაძე

levan.borchkhadze@gau.edu.ge

ლევან ბორჩხაძე იკავებს მონაცემთა ანალიზის გუნდის ლიდერის თანამდებობას თიბისი ბანკში. მას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება როგორც მონაცემთა და ბიზნეს ანალიზის, ასევე მონაცემთა მეცნიერების კუთხით. ლე...

ლევან ბორჩხაძე იკავებს მონაცემთა ანალიზის გუნდის ლიდერის თანამდებობას თიბისი ბანკში. მას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება როგორც მონაცემთა და ბიზნეს ანალიზის, ასევე მონაცემთა მეცნიერების კუთხით. ლევანს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი მონაცემთა ანალიტიკაში ბარსელონას ტექნოლოგიური სკოლიდან. ის, ასევე, არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული (MBA).

გიორგი ჭკადუა

გიორგის მათემატიკის დოქტორის წოდება მიღებული აქვს ლონდონის სამეფო კოლეჯში. იგი იკავებს წამყვანი მკვლევარის პოზიციას ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტში და ამავდროულად მუშაობს უფროს მონაცემთა მეცნიერ...

გიორგის მათემატიკის დოქტორის წოდება მიღებული აქვს ლონდონის სამეფო კოლეჯში. იგი იკავებს წამყვანი მკვლევარის პოზიციას ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტში და ამავდროულად მუშაობს უფროს მონაცემთა მეცნიერად AnyML–ში, სადაც ის ქმნის და ავითარებს ავტომატიზირებული მანქანური დასწავლის პლატფორმას.

ლაშა პერტახია

lashapertakhia@gau.edu.ge

ლაშა პერტახიამ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა რაოდენობრივი ფინანსების (QUANT) განხრით დაამთავრა. GAU-ს პარალელურად სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის მიმარ...

ლაშა პერტახიამ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა რაოდენობრივი ფინანსების (QUANT) განხრით დაამთავრა. GAU-ს პარალელურად სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის მიმართულებით, სადაც მას მათემატიკის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა 2017 წელს. 

ლაშამ პროფესიული კარიერა სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ფინანსურ განყოფილებაში დაიწყო. შემდეგ, საქმიანობა IT კომპანიაში „Direct Solutions“ ERP Developer-ის პოზიციაზე განაგრძო. მოგვიანებით, იგი საქართველოს ბანკის ანალიტიკოსების გუნდს შეუერთდა. ამჟამად, ლაშა პერტახია MaxinAI-ში მანქანური სწავლების ინჟინრის პოზიციას იკავებს.

2019 წლიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ის ასწავლის შემდეგ საგნებს: მანქანური სწავლება R-ის გამოყენებით, მანქანური სწავლება Python-ის გამოყენებით, პროგრამირება Python-ზე.

გიორგი ბატიაშვილი

გიორგი იკავებს ანალიტური ცენტრის უფროსის პოზიციას თიბისი ბანკში. მონაწილეობდა ბიგ დატა პლატფორმის დანერგვასა და სხვადასხვა ანალიტიკურ პროექტებში, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მონაცემთა ინჟინერიაში...

გიორგი იკავებს ანალიტური ცენტრის უფროსის პოზიციას თიბისი ბანკში. მონაწილეობდა ბიგ დატა პლატფორმის დანერგვასა და სხვადასხვა ანალიტიკურ პროექტებში, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მონაცემთა ინჟინერიაში, ანალიზსა და პროგრამირებაში. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა