GAU-სა და ჯეოლაბის ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამები

მოკლევადიანი კურსები

GAU-სა და ჯეოლაბის ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ITI) და ჯეოლაბი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამებზე. 

ITI წარმოადგენს GAU-ს სასწავლო ცენტრს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ისწავლოს და დაეუფლოს ცოდნას, რომელიც მას მომავალში საშუალებას მისცემს, თავად შექმნას პროგრამული პროდუქტი, შეიმუშავოს ვებგვერდის ან მობილური აპლიკაციის დიზაინი, დააპროექტოს და მართოს პროგრამულ სფეროსთან დაკავშირებული პროექტები. ITI - ის განუყოფელი ნაწილია ჯეოლაბი, რომელიც წარმოადგენს მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორიას. ჯეოლაბი 24 საათის განმავლობაში ღიაა სხვადასხვა საინტერესო და ინოვაციური პროექტების განხორციელებისათვის და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.

თუ თქვენ გაინტერესებთ პროგრამირება, მობილური და ვებ ტექნოლოგიები, დიზაინი, 3D გრაფიკა, სხვადასხვა სახის მოწყობილობების დაპროგრამება ან ციფრული კომუნიკაციები; თუ გსურთ არა მარტო თეორიული ცოდნის მიღება, არამედ პრაქტიკული პროექტების განხორციელება, მაშინ ჯეოლაბი ის სივრცეა, სადაც თქვენ სურვილებს რეალობად აქცევთ.

GAU-სა და ჯეოლაბის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თქვენ შეგიძლიათ ექვსი სხვადასხვა კურსის  შესწავლა. ეს კურსებია:

დიზაინი

ვებ პროგრამირება

მობილური პროგრამირება

თამაშების დეველოპმენტი

კოდირება

კომუნიკაცია

მეცადინეობების პარალელურად პროფესორების დახმარებით, სტუდენტები იმუშავებენ საკუთარ პროექტებზე. წარჩინებულ კურსდამთავრებულს საშუალება ექნება გაიაროს პრაქტიკა ჯეოსელში და სხვა წამყვან კომპანიებში.

სწავლების ბოლოს გაიცემა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სერტიფიკატი. 

პროგრამის ხანგრძლივობა:
მეცადინეობა ჩატარდება პირველი თვის განმავლობაში ყოველდღე (კვირის გარდა) 19:00-დან 21:00 საათამდე, ხოლო სწავლის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ კვირაში სამჯერ.

რეგისტრაცია:
კურსზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა ან მობრძანდეთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10).
სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ მსურველები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრებების შედეგად მოხდება ჯგუფების დაკომპლექტება. 

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

GAU-სა და ჯეოლაბის ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამების ღირებულება იხილეთ ლინკზე. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით. 

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • აკრედიტირებული უნივერსიტეტის სტუდენტს!
  • სკოლის მოსწავლეს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.


საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


გზავნილები

ტრენერები

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა