სასტუმროს საქმის მენეჯმენტი

მოკლევადიანი კურსები

სასტუმროს საქმის მენეჯმენტი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU გთავაზობთ სასტუმროს საქმის მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსს. კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს სასტუმროს სფეროში მუშაობა და ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება

კურსის მიზანია სასტუმროს ინდუსტრიის გაცნობა და მისი განვითარების ეტაპები.

კურსის მოკლე აღწერა: კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს საშუალება ექნებათ მიიღონ კვალიფიციური ცოდნა, უნარ-ჩვევები და შესაბამისად დასაქმდნენ სასტუმროს  მომსახურების სფეროში.

კურსი  განკუთვნილია ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს თავი დაიმკვიდროს სასტუმროს ბიზნესში ან ვისაც სურს საკუთარი სასტუმროს ბიზნეს იდეის განხორციელება, სასტუმრო ბიზნესში დასაქმებული პერსონალისათვის, საკუთარი სასტუმროს ან საოჯახო სასტუმროს მქონე პირთათვის, ვინც აპირებს სასტუმრო ბიზნესში დასაქმებას ან საკუთარი სასტუმრო ბიზნესის წამოწყებას. XXI საუკუნის ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული სფერო, სადაც შეისწავლით სასტუმროს საქმის მენეჯმენტს.

კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელს ეცოდინება: სასტუმროს წარმოშობის და განვითარების ისტორია, ბრენდული და არაბრენდული სასტუმროების განყოფილებების ფუნქციონირება, თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები, სასტუმროს ტიპები და მათი კლასფიკაცია, მიღება-განთავსების დეპარტამენტი ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებში, ჯავშნები და მიღება-განთავსების სფეციფიკა, სტუმრების Check in და Check out პროცედურები, Booking.com, Expedia.com და OTA, სტუმრის ფსიქოლოგია და ფსიქოტიპები, ნომრების ტიპები და მათი აღჭურვილობა, სასტუმროს საბაზრო სეგმენტის შერჩევა მოღვაწეობისათვის, HR დეპარტამენტის როლი და მნიშვნელობა სასტუმრო ბიზნესში, თანამშრომელთა მოტივაცია და მათი ჩართულობის მნიშვნელობა, სასტუმროს იჯარით აღების/შესყიდვის ადმინისტრაციული და იურიდიული საკითხები, სასტუმროს ინვენტარიზაცია და შესყიდვები, შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი, ფინანსური დაგეგმვა, დოკუმენტაციის წარმოება, მარკეტინგისა და გაყიდვების  დეპარტამენტის როლი სასტუმროს ბიზნესში და მისი ძირითადი ფუნქციები, ბაზრის სეგმენტაცია, ეფექტური კომუნიკაცია პარტნიორ კომპანიებთან, სასტუმროს პროდუქტის პოზიციონირება და რეკლამირება, დასუფთავების დეპარტამენტის სტრუქტურა და ფუნქციები, სასტუმროს სასმელებისა და კვების მენეჯმენტი, კრიზის მენეჯმენტი.

კურსის თეორიული მასალა მოიცავს:

  • სასტუმრო ინდუსტრიას და სასტუმროების განვითარების ისტორიას

  • ფრეოფენინგი  - სასტუმროს მშენებლობა და მისი ინდუსტრიის განვითარების პროცესი

  • მიღება-განთავსების დეპარტამენტის გაცნობა (FRONT DESK)

  • სასტუმროს კლასიფიკაცია და  ოთახების კატეგორიები

  • სტუმრის ფსიქოლოგია და ფსიქოტიპები

  • სასტუმროს დეპარტამენტები

  • ფრეოფენინგი  - სასტუმროს აღჭურვილობა  და ინვენტარიზაცია         

  • ჯავშნები და მიღება-განთავსების სპეციფიკა

  • ადამიანური რესურსების მართვა სასტუმრო ბიზნესში

  • მარკეტინგის როლი  სასტუმრო ბიზნესში

  • ფრეოფენინგი - სასტურმოს ყიდვა და იჯარით აღება

  • სტუმრების მიღების პროცედურა

  • გაყიდვების როლი სასტუმრო ბიზნესში

  • შესყიდვების მენეჯმენტი და მატერიალურ - ტექნიკური რესურსები მართვა

  • საინფორმაციო სამსახურის პროცედურა 

  • დასუფთავების სამსახური - (HOUSEKEEPING)  

  •  სასტუმრო და ფინანსები

  • ანგარიშსწორების პროცედურა 

  • სასტუმროს სასმელების და კვების მენეჯმენტი (F&B)  

  • მიღება განთავსების დეპარტმანეტის  როლი სხვა დეპარტამენტებში

  • FRONT OFFICE- ყოველდღიური,ყოველკვირეული და ყოველთვიური პროცედურები

  • კრიზისი და მისი მართვა

კურსის უპირატესობები:

  • მცირერიცხვოვანი ჯგუფები, მონაწილეთა ოპტიმალური რაოდენობა (ჯგუფში მინიმუმ 7-15 ადამიანი);

  • სწავლების მეთოდები მოიცავს ბიზნეს ქეისების განხილვას, დისკუსიებს, სავარჯიშოებს, პროექტის პრეზენტაციას და სხვა;

  • თითოეულ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა ესტუმროს და ასევე სტაჟირება გაიაროს სხვადასხვა ტიპის ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროში. ისინი, ვინც არიან სასტუმროს გახსნით და  ფუნქციონირებით დაინტესებულნი შესაძლებლობა ექნებათ სიღრმისეულად შეისაწვლონ სასტუმრო საქმის სფეციფიკა და გაიარონ კონსულტაცია ტრენერებთან.

  • ტრენინგის მსმენელი მოისმენს და ნახავს ლექციის შესაბამის პრეზენტაციებსა და ვიდეო რგოლებს.

სწავლის მეთოდები: თეორიული მასალა, სასწავლო მასალა მსმენელებისთვის, ბიზნეს ქეისების განხილვა, წერითი და თეორიული ტესტირება, ფინალური ინდვივიდუალური პროექტის პრეზენტაცია.

ლექციების მსვლელობისას ჩატარდება ინფო ტურები ბრენდულ და არაბრენდულ  სასტუმროებში. კურსდამთავრებულები ტესტირებისა  ფინალური  პრეზენტაციის საფუძველზე შეფასდებიან და დაჯილდოვდებიან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სერტიფიკატით სასტუმროს საქმის  მენეჯმენტში.

კურსი მიმდინარეობს ქართულ ენაზე. 

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • კურსი გაგრძელდება 10 კვირა (28 ლექცია, 90 საათი)

  • ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი)

  • ლექციის ხანგრძლივობაა 3 საათი (19:00 – 21:00 საათი)

რეგისტრაცია: პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ან მობრძანდეთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10).
ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდულია. 

კურსის ღირებულება შეადგენს 1200 ლარს. ფასი მოიცავს სასწავლო მასალას, ტესტირებებს, სალექციო კურსს, ინფო ტურებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებში. საერთაშორისო სერტიფიკატებით საზეიმო დაჯილდოებას GAU-ს პრეზიდენტის მიერ და აგრეთვე სტაჟირება  წამყვან სასტუმროებში, დასაქმების პერსპექტივით! მეტი ინფორმაცია ფასდაკლებებზე იხილეთ საფასურის გრაფაში.

კურსზე სწავლა დაიწყება


რეკომენდაციები

სწავლის საფასური

სასტუმროს საქმის მენეჯმენტისა და სასტუმროს ფრეოფენინგის სასერტიფიკატო კურსის საფასური შეადგენს 1,200 ლარს. ღირებულების ნახევარს მსმენელები გადაიხდიან ლექციების დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარს 4 კვირის განმავლობაში. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

თათა შოთნიაშვილი

სასტუმრო „ვერა ჰილს“-ის გენერალური მენეჯერი.

14 წლიანი გამოცდილება სასტუმრო ინდუსტრიაში. სამუშაო გამოცდილება მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერის პოზი...

სასტუმრო „ვერა ჰილს“-ის გენერალური მენეჯერი.

14 წლიანი გამოცდილება სასტუმრო ინდუსტრიაში. სამუშაო გამოცდილება მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სასტუმროების ფრეოფენინგის  კონლულტანტი.



ნანა ხვედელიძე

სასტუმრო „ავენიუ‘’ გენერალური მენეჯერი.

11  წლიანი გამოცდილება სასტურმო  ინდუსტრიაში,  სამუშაო გამოცდილება მიღება-განთავსების განყოფილე...

სასტუმრო „ავენიუ‘’ გენერალური მენეჯერი.

11  წლიანი გამოცდილება სასტურმო  ინდუსტრიაში,  სამუშაო გამოცდილება მიღება-განთავსების განყოფილების, ჯავშნების მენეჯერის და გენერალური მენეჯერის პოზიციაზე. სასტუმროების ფრეოფენინგის  კონლულტანტი. მისი ხელმძღვანელობით თბილისში გაისხნა რამოდენიმე სხვადასხვა ტიპის სასტუმრო. 



სოფიო ნაროუშვილი

სასტურმო „ვერა ჰილს“-ის ფინანსური მენეჯერი. 

14 წლიანი  გამოცდილება სასტურმო ინდუსტრიაში. სამუშაო გამოცდილება სასმელებისა და კვების მენეჯმენ...

სასტურმო „ვერა ჰილს“-ის ფინანსური მენეჯერი. 

14 წლიანი  გამოცდილება სასტურმო ინდუსტრიაში. სამუშაო გამოცდილება სასმელებისა და კვების მენეჯმენტში. სასტუმროების ფრეოფენიგის კონსულტანტი და პროექტების მენეჯერი. მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა რამოდენიმე სასტურმო და რესტორანი თბილისში.


პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა