GAU ესპანური ცენტრი IBERIA

მოკლევადიანი კურსები

GAU ესპანური ცენტრი IBERIA

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბაზაზე ფუნქციონირებს ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი იბერია, რომელიც 2008 წელს მადრიდში დაარსდა და დღესდღეობით თანამშრომლობს ესპანეთის წამყვან უნივერსიტეტებთან და ენის სასწავლო ცენტრებთან. ცენტრის მიზანია, ხელი შუეწყოს ესპანური ენისა და კულტურის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ასევე, საქართველოს კავშირების გაძლიერებას ესპანურენოვან საზოგადოებებთან.

ცენტრი გთავაზობთ სტუდენტზე მორგებულ სხვადასხვა პროგრამას, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია საერთაშორისო სერტიფიკატის აღება, საზაფხულო სკოლებში მონაწილეობა, სტაჟირებების გავლა ესპანეთში, სტუმარი სტუდენტის სტატუსით სარგებლობა და ა.შ.

GAU-ს ესპანური ცენტრი აცხადებს მიღებას ესპანური ენის A1, A2, B1, B2.C1, C2 დონის კურსზე, ასევე Dele-ს მოსამზადებელ კურსებს და გთავაზობთ განსაკუთრებულ პირობებს.

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხანგრძლივობა 1  საათი.
  • კურსის ხანგრძლივობა 3 თვე / 4 თვე (მსმენლის მიერ შერჩეული პროგრამის მიხედვით)
  • თითოეულ ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობა: 8-15 მსმენელი.

სწავლის საფასურისა და ფასდაკლების პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ "სწავლის საფასურის" სექციაში.


სიახლე GAU-ს ესპანური ენისა და კულტურის ცენტრში "იბერია":

GAU-ს ესპანურ ცენტრს დაემატა ფრანგული, გერმანული, იტალიური და პორტუგალიური ენების კურსები. 

ენის კურსებს უძღვებიან ადგილობრივი (Native) მასწავლებლები.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ: camaradegeorgia@gmail.com ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 592112200

კურსის ღირებულება იხილეთ სწავლის საფასურის ველში.


განსაკუთრებული საჩუქარი საუკეთესო სტუდენტს: თითო სასწავლო დონიდან აკადემიური მოსწრების, ლექტორის რეკომენდაციისა და გასაუბრების საფუძველზე გამოვლინდება საუკეთესო სტუდენტი, რომელიც გაემგზავრება 1 კვირით იმ ქვეყანაში, რომლის ენასაც ეუფლება. მიმღებ ქვეყანაში ყოფნის ხარჯებს, ბილეთის საფასურის გარდა, სრულიად ფარავს მასპინძელი ორგანიზაცია - ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი "Iberia".

რეგისტრაცია:
ესპანური ენის კურსის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, ხოლო ფრანგული, იტალიური, გერმანული ან პორტუგალიური ენის კურსის გასავლელად დარეგისტრირდით ბმულზე ან მობრძანდეთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10).
ჯგუფში ადგილები შეზღუდულია. შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები შემოიტანენ განაცხადს.


რეკომენდაციები

სწავლის საფასური

კურსის (ესპანური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, პორტუგალიური) ღირებულება გახლავთ თვეში 125 ლარი (კურსის ტიპის შესაბამისად 375₾/500₾).

  • სპეციალური შეთავაზება: თვეში 80 ლარი.  (კურსის ტიპის შესაბამისად 240₾ / 320₾);
    • GAU-ს ბაკალავრიატის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების აქტიურ სტუდენტებს;
    • GAU-ს კურსდამთავრებულებს;
    • მათ, ვისაც გავლილი აქვს ერთი ან მეტი სასერტიფიკატო კურსი GAU-ში;
    • GAU-ს თანამშრომლებს;
    • GAU-ს მეგობარი სკოლების მოსწავლეებს;
  • სპეციალური შეთავაზება GAU-ს Erasmus+ და გაცვლითი პროგრამით მოსარგებლე სტუდენტებს  - თვეში 70 ლარი (კურსის ტიპის შესაბამისად 210₾ / 280₾);

    სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად. სტუდენტი იხდის შესაბამის თანხას (125₾/80₾/70₾) ყოველთვიურად.

განსაკუთრებული საჩუქარი საუკეთესო სტუდენტს: თითო სასწავლო დონიდან აკადემიური მოსწრებისა და ლექტორის რეკომენდაციის საფუძველზე გამოვლინდება საუკეთესო სტუდენტი, რომელიც გაემგზავრება 1 კვირით იმ ქვეყანაში, რომლის ენასაც ეუფლება. მიმღებ ქვეყანაში ყოფნის ხარჯებს, ბილეთის საფასურის გარდა, სრულიად ფარავს მასპინძელი ორგანიზაცია - ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი "Iberia."


საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა