პროექტის მენეჯმენტის კურსი (PMC)

მოკლევადიანი კურსები

პროექტის მენეჯმენტის კურსი (PMC)

GAU ნებისმიერ მსურველს გთავაზობთ მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსს პროექტის მენეჯმენტსა და AGILE მეთოდოლოგია (PMA)


დაიწყეთ ტრანსფორმაციული საგანმანათლებლო გამოცდილება GAU-ს მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსით პროექტის მენეჯმენტსა და AGILE მეთოდოლოგია (PMA)

პროექტის მენეჯმენტი არის დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონკრეტული მიზნის ან ამოცანის შესრულება განსაზღვრულ ვადებსა  და ბიუჯეტის ფარგლებში. იგი მოიცავს სხვადასხვა რესურსების, ამოცანებისა და ადამიანების კოორდინაციას სასურველი შედეგების ეფექტურად  მისაღწევად.

პროექტების მენეჯმენტის კლასიკური მიდგომა გულისხმობს  პროცესის ყველა ფაზის თანმიმდევრობას, რათა შესრულებული იქნას პროექტის საბოლოო მოთხოვნა.

ამის საპირისპიროდ Agile მეთოდილოგია არის მოქნილი, სხარტი და მოკლე დრში მისაღწევ შედეგებზე გათვლილი მიდგომა, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება სწრაფად დაანახოს შედეგი დროის მცირე მონაკვეთში .

კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს  მიაწოდოს  ინფორმაცია  პროექტის მენეჯმენტის,waterfall (Predictive)ასევე Agile ( adaptive) მეთოდოლოგიის შესახებ და ასწავლოს როგორ მოხდეს მათი ინტეგრირება პროექტის ოპტიმალური შედეგებისთვის, ასევე როგორ ავირჩიოთ პროექტისთვის სწორი მეთოდოლოგია და როგორ ვმართოთ პროექტი ეფექტურად.

ჩვენი კურსი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ პროექტების მართვის შესაბამისი სტრატეგია თქვენთვის სასურველი პროექტებისთვის.

კურსი გაძლევთ შესაძლებლობას :

  • თქვენი  სამუშაო მართოთ პროექტების მართვის თანამედროვე პრიციპებით
  • შექმნათ პროგრამული უზრუნველყოფა ორგანიზაციის შიგნით.
  • ახალ პროდუქტებზე Agile მენეჯმენტის პრინციპების გამოყენებით დაიწყოთ მუშაობა

კურსი მოიცავს ინტენსიურ პრაქტიკულ სწავლებას თეორიასთან ერთად. სწავლების (Case Study) პროგრამა აწყობილია ფართოდ აღიარებული პროექტის მენეჯმენტის ინსტიტუტის - Project Management Institute (PMI) - მეთოდოლოგიასა და Guide to the Project Management Body of Knowledge (PMBOK)-ზე დაყრდნობით და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით (Standard of European Commission on Project Management PM2).

 სტუდენტების მიერ სამუშაო ჯგუფებში შესრულდება პრაქტიკული სავარჯიშოები

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:

  • ვისაც სურს დაიწყოს კარიერა პროექტების მართვის სფეროში;
  • ვინც დაინტერესებულია პროექტის მართვის შესწავლით;
  • სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ/აიმაღლონ კვალიფიკაცია პროექტის მართვის სფეროში;
  • ისინი, ვინც ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი პროექტის მართვის უნარები Agile მეთოდოლოგიებით;
  • ვინც დაინტერესებულია ციფრული პროდუქტების შექმნით.

მსმენელები გაივლიან ქვემოთ ჩამოთვლილ მოდულებს 

  • პროექტის მენეჯმენტის შესავალი
  • პროექტის დაგეგმვა და შესრულება
  • პროექტების მონიტორინგი, კონტროლი და დახურვა
  • პროექტების ბიუჯეტირება
  • შესავალი (Agile) ეჯაილი მეთოდოლოგიაში
  • განსხვავება Waterfall -სა და Agile-ს შორის (მაგიური სამკუთხედი)
  • (ინკრემენტალური და იტერაციული მიდგომა)

  • MVP, MMP, MLP, Backlog / Estimation / Personas/ User Stories, Charts (Burndown / Burnup Charts / velocity /Capacity)

  • ეჯაილის ჩარჩოები (Scrum / kanban/ Lean/ XP programing ect.)

  • პროექტების დახურვა

კურსის უპირატესობები 

  • კურსდამთავრებულებს ექნებათ პროექტის მართვის სფეროში დასაქმების რეალური პერსპექტივა;
  • კურსიდამთავრებულები შეძლებენ  განავითარონ შესაბამისი უნარები პრაქტიკული სწავლებით

სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა პროექტის მომზადება და პრეზენტაცია:

  • პროექტი შეიძლება იყოს, როგორც ინდივიდუალური ,ასევე გუნდური (არაუმეტეს 3 წევრისა).
  • მსმენელები იტოვებენ უფლებას პრეზენტაცია ჩაატარონ ღია ან დახურულ ფორმატში) 

პროგრამის ხანგრძლივობა და საფასური:

  • PMCA პროგრამის ხანგრძლივობაა 8 კვირა
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (სამშაბათი და ხუთშაბათო)
  • ჯგუფთან შეთანხმებით შესაძლებელია დღეების კორექტირება
  • ლექციის ხანგრძლივობა 19:00 – 22:00

PMCA პროგრამის საფასური შეადგენს 1200 ლარს (დეტალურ ინფორმაციას საფასურზე და შეღავათებზე გაეცანით "სწავლის საფასურის" სექციაში.

პროგრამის გასავლელად საჭიროა:

  • შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
  • ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე : tamtanishnianidze@gau.ge
  • საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრებები და დაკომპლექტდება ჯგუფი.

სწავლა დაიწყება 16 აპრილს!

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

PMC პროგრამის საფასური შეადგენს 1200 ლარს 

ღირებულების ნახევარს მსმენელი იხდის ლექციების დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარს 4 კვირის განმავლობაში. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.


20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.


საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:


თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

ნინო ბარამიძე

ნინო ბარამიძეს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების მართვაში. ის მონაწილეობდა და მართავდა, სხვადასხვა დონორის მიერ დაფინანსებულ პროექტებს როგორებიცაა: DTRA, Millenn...

ნინო ბარამიძეს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების მართვაში. ის მონაწილეობდა და მართავდა, სხვადასხვა დონორის მიერ დაფინანსებულ პროექტებს როგორებიცაა: DTRA, Millennium Challenge Corporation,(MCC) USAID OF GEORGIA , SRNSF და სხვა.

2014 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით. ასევე, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში გავლილი აქვს პროფესიული კურსი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (CBA). ამჟამად, იგი არის ატომ ქიდსის ინოვაციური პროექტის დამფუძნებელი/დირექტორი, რომელიც გულისხმობს შემეცნებითი, საბავშვო ექსპერიმენტებით STEM განათლების პოპულარიზაციას საქართველოში.

სოფიო ლეჟავა

გიორგი ბაღაშვილი

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა