სამუშაოთა წარმოება

მოკლევადიანი კურსები

სამუშაოთა წარმოება

სამუშაოთა წარმეობის მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა განკუთვნილია მშენებლობის სფეროში, სამუშაოთა მწარმოებლის, სამშენებლო მოედნის მენეჯერის ან მომიჯნავე პოზიციაზე დასამქებული სპეციალისტებისათვის, რომელთაც სურთ ცოდნის გაღრმავება და კარიერული წინსვლისთვის საჭირო უნარების გამყარება.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ სამშენებლო მოედნისა და მოედანზე მიმდინარე პროცესების უკეთესად ორგანიზებას და საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების, მათ შორის შრომის უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით.

სამთვიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მსმენელი შეძლებს:

  • სამშენებლო ობიექტზე გენ-გეგმის მიხედვით დროებითი საინჟინრო კომუნიკაციების, მიწის სამუშაოების, საინჟინრო სამუშაოების თანმიმდევრობის დაგეგმვასა და დროებითი საწყობების აწყობას
  • საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების წაკითხვას და შესაბამისად სამუშაოთა თანმიმდევრობის დაგეგმვას
  • საქართველოში, მშენებლობის სფეროში მოქმედი წესებისა და ნორმების, საკანონმდებლო აქტებისა და ტექნიკური რეგლამენტების, ასევე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონის მნიშვნელობის განმარტებას
  • სამუშაო გარემოს შეფასებას, ფიზიკური, ბიოლოგიური და ქიმიური საფრთხეების იდენტიფიცირებას, რისკების შეფასებას რისკის მატრიცის გამოყენებით და უბედურ შემთხვევათა შესამცირებლად პრევენციული ზომების შემუშავებას

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) მიერ დამოწმებულ სერტიფიკატს.

პროგრამის სტრუქტურა:

  • პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე (12 კვირა)
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ
  • ლექციის ხანგრძლივობა 3 საათი

რეგისტრაცია:
პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

კურსზე განსაზღვრულია კვოტა ქალებისა და ახალგაზრდებისათვის.

სწავლება დაიწყება 2024 წლის აპრილის პირველი კვირიდან!

წინაპირობა:

კურსის გასავლელად, აუცილებელია აპლიკანტს მიღებული ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სამუშაო გამოცდილებას სამუშაოთა წარმოების მიმართულებით.

 

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

3-თვიანი პროგრამის საფასურია 950 ლარი;

10%-იანი ფასდაკლება განსაზღვრულია:

  • ერთი კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლის შემთხვევაში

20%-იანი ფასდაკლება განსაზღვრულია:

  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის;
  • ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების თანამშრომლებისათვის.

50%-იანი ფასდაკლება განსაზღვრულია:

  • პროექტის საბჭოს წევრი კომპანიების და დასაქმების მემორანდუმის ხელმომწერი კომპანიების თნამშრომლებისთვის.


პროგრამა შემუშავდა USAID პროგრამის „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

ანა გოგბერაშვილი

პროგრამის ავტორი; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მშენებლობის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ლექტორი; მშენებლობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში;

...

პროგრამის ავტორი; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მშენებლობის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ლექტორი; მშენებლობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში;

ირმა ღარიბაშვილი

ნიკოლოზ დოლიძე

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა