ტურიზმის მენეჯმენტი

მოკლევადიანი კურსები

ტურიზმის მენეჯმენტი

GAU გთავაზობთ ტურიზმის მენეჯმენტის ქართულენოვან სასერტიფიკატო კურსს. კურსი საშუალებას გაძლევთ ტურიზმის მართვის ეფექტური მეთოდების და სისტემური მიდგომების გამოყენებით, შეისწავლოთ ტურის დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი. 

კურსის მოკლე აღწერა: მონაწილეები შეისწავლიან ტურიზმის კლასიფიკაციას, ტურის პროგრამის შექმნას, ტურისტული მარშრუტის შედგენას, ბიუჯეტირებას, ორგანიზაციული გუნდის შექმნის, დროის, სტრესის და კონფლიქტების მართვას, საფასო სტრატეგიების შექმნის, რისკებისა და კრიზისების მართვის მეთოდებს.

საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს.

ტურიზმის მენეჯმენტი მოიცავს როგორც მენეჯმენტის საერთაშორისო პრინციპების სწავლებას, ასევე ტურიზმის მენეჯმენტს და მის მიმართულებებს.


კურსის ფარგლებში ისწავლით შემდეგ თემებს:

  • ტურის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ტურიზმის სახეები და კლასიფიკაცია;
  • ტურის პროგრამის მომზადების ეტაპები;
  • ტურპაკეტის შედგენა და ბიუჯეტის გამოთვლა;
  • ტურისტული მარშუტის აღწერა-შედგენა, დროში გაწერა და მართვა;
  • ტურისტებთან ურთიერთობა და კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირება;
  • ტურის მსვლელობისას შესაძლო ხარვეზების რისკების განხილვა და მათი მოგვარების მეთოდები;
  • ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა;
  • საერთაშორისო ტურისტულi ტერმინოლოგია;
  • მენეჯმენტის საერთაშორისო პრინციპები და ფუნქციები;
  • ორგანიზაციული სტრუქტურების დიზაინი;
  • ორგანიზაციული გუნდის შექმნა, მართვა და განვითარება;
  • რისკების და კონტრაქტების მართვა; 
  • დროის, სტრესისა და კონფლიქტების მართვა;
  • ფინანსური ბენეფიტების, საქმიანობის შეფასება;
  • პროექტის ბიუჯეტირება, ხარჯების კონტროლი;
  • პროექტის ხარჯების შეფასება, პროგნოზირება;
  • პროექტის შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.

კურსის უპირატესობები:

  • მცირერიცხვოვანი ჯგუფები, მონაწილეთა ოპტიმალური რაოდენობა (ჯგუფში მინიმუმ 8 ადამიანი);
  • საუკეთესო სტუდენტები დასაქმდებიან ტურისტულ კომპანიებში;
  • სწავლების მეთოდები მოიცავს ბიზნეს ქეისების განხილვას, დისკუსიებს, სავარჯიშოებს, პროექტის პრეზენტაციას და სხვა;
  • ყოველ მონაწილეს საშუალება ექნება თავად გააეკთოს პროექტის ინიცირება, განსაზღვროს პროექტის მიზანი, აირჩიოს ორგანიზაცია და თემა და გააკეთოს ზეპირი პრეზენტაცია;
  • სერტიფიკატი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან.

სწავლების მეთოდები: ზეპირი პრეზენტაცია, დისკუსია, ბიზნეს ქეისების განხილვა, პრაქტიკული სავარჯიშოები, წერითი თეორიული ტესტირება, ფინალური პროექტის პრეზენტაცია:

  • ტრადიციული სტრუქტურული ორგანიზაციებიდან, პროექტებით მართვად ორგანიზაციებზე გადასვლა, ტურიზმის მენეჯმენტის აქტუალურობა XXI საუკუნეში, სწორი მიზნების განსაზღვრის, სამოქმედო გრაფიკის შექმნის, გუნდის შერჩევის, ბიუჯეტისა და რისკების შეფასების, კონტროლის უახლესი ინსტრუმენტების შესწავლა;
  • თეორიული კურსის გავლის შემდეგ ყოველ მონაწილეს საშუალება ექნება თავად გააკეთოს პროექტის ინიცირება, შეარჩიოს გუნდი, განსაზღვროს პროექტის მიზანი, აირჩიოს ორგანიზაცია და თემა, გააკეთოს ზეპირი პრეზენტაცია;
  • კურსის დამთავრების შემდეგ სერტიფიკატი გაიცემა თეორიული ტესტირების და პრაქტიკული შეფასების საფუძველზე 50/50.

მიზნობრივი ჯგუფები: ეს კურსი საინტერესო იქნება ზედა და საშუალო რგოლოს მენეჯერებისთვის, საშუალო ან უმაღლესი განათლების მქონე პირებისთვის, ვნ აპირებს საკუთარი ტურისტული ბიზნესის წამოწყებას ან ტურისტულ სფეროში საქმიანობას.

კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

  • ბიზნესის მართვის თანამედროვე მეთოდები;
  • ტურის დაგეგმვა და განხორციელება;
  • ტურპაკეტის შედგენა და ბიუჯეტის გამოთვლა;
  • ტურისტებთან ურთიერთობა, რისკებისა და კონფლიქტების მართვა;
  • საერთაშორისო ტურისტული ტერმინოლოგია;
  • რეპორტინგი, კონტროლი.

გამოყენებული ლიტერატურა:

პროფესორ ჰეროლდ კენზნერის მენეჯმენტი, მეათე გამოშვება.
"მენეჯმენტი XXI საუკუნეში განვითარდა, მენეჯმენტის ფილოსოფიიდან კომპანიის გადარჩენისთვის აუცილებელ სისტემურ ინსტრუმენტამდე" - აღნიშნავს ჰეროლდ კერზნერი, პროფესორი, ნიუ-იორკის პროექტების მენეჯმენტის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. მისი წიგნი პროექტების მენეჯმენტში განკუთვნილია როგორც ბაკალავრი, ასევე მაგისტრი სტუდენტებისთვის. აგრეთვე, მოქმედი ფუნქციონალური მენეჯერებისა და სპონსორებისთვის.

უახლესი კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ პროექტების მენეჯმენტის კონცეფციის გამოყენება ზრდის ბიზნესის პროდუქტიულობას, კადრების პროფესიონალიზმს, ენთუზიაზმს, ფინანსურ მოგებას, აუმჯობესებს გუნდურ მუშაობას. 

სამთავრობო, ბიზნეს და საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის, რომლებმაც იციან ხარისხიანი განათლების, თანამშრომელთა განვითარებისა და გუნდური მუშაობის უპირატესობა, რეალურ კონკურენტულ გარემოში, მიზანშეწონილია ტურიზმის მენეჯმენტის სწავლა.

კურსდამთავრებულები ტესტირების, თეორიული გამოცდის, ზეპირი პრეზენტაციის საფუძველზე შეფასდებიან და დაჯილდოვდებიან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) საერთაშორისო სერტიფიკატით ტურიზმში.

კურსის წამყვანი ლექტორები:
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროექტების მენეჯმენტის კურსს 2012 წლიდან უძღვება ნინო უგულავა, MBA, 2004 წლიდან საკონსულტაციო კომპანია "Alterჯგუფის: გენერალური დირექტორი, 2005 წლიდან 2018 წლამდე საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. აგრეთვე, ქალთა საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი.

ტურიზმის მენეჯმენტის კურსს უძღვება ანი დეკანოზიშვილი, ტურისტული ფირმა "დეკა ჰოლიდეი ჯორჯიას" დირექტორი, ეკონომიკის მაგისტრი."

კურსი მიმდინარეობს ქართულ ენაზე. 

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • კურსი გაგრძელდება 8 კვირა (24 ლექცია, 72 საათი);
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი);
  • ლექციის ხანგრძლივობაა 3 საათი (19:00 – 21:00 საათი)
  • რეგისტრაცია:
    პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ან მობრძანდეთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10).
    ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდულია. 

კურსის ღირებულება შეადგენს 550 ლარს. ფასი მოიცავს ონლაინ სწავლებას, სასწავლო მასალას, ტესტირებებს, სალექციო კურსს, საერთაშორისო სერტიფიკატებით საზეიმო დაჯილდოებას GAU-ს პრეზიდენტის მიერ და აგრეთვე, ინტერნშიფს წამყვან ტურისტულ ფირმებში, დასაქმების პერსპექტივით! მეტი ინფორმაცია 

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

პროექტის მენეჯმენტის კურსის საფასურია 550 ლარი. შესაძლებელია თანხის ეტაპობრივად დაფარვა.


20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

ნინო უგულავა

MBA, საკონსულტაციო კომპანია "ალტერჯგუფის" გენერალური დირექტორი, საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი

...

MBA, საკონსულტაციო კომპანია "ალტერჯგუფის" გენერალური დირექტორი, საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი

ანი დეკანოზიშვილი

ეკონომიკის მაგისტრი, ტურისტული კომპანია "დეკა ჰოლიდეი ჯორჯიას" დირექტორი

...

ეკონომიკის მაგისტრი, ტურისტული კომპანია "დეკა ჰოლიდეი ჯორჯიას" დირექტორი

თამარ არჩუაძე

"საქართველოს აეროპორტების გაერთანების“ დირექტორი

...

"საქართველოს აეროპორტების გაერთანების“ დირექტორი

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა