WE-TECH: 6-თვიანი პროგრამა ქალებისთვის
მომავალი აქაა და ის ტექნოლოგიურია.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ჯეოლაბისა და კანტის აკადემიის ერთობლივი პროექტი WE-TECH იწყებს 16 წლიდან ასაკის გოგონებისა და ქალების მიღებას 6 თვიან პროგრამაზე.
WE-TECH - არის მოტივირებული, ცნობისმოყვარე და შემოქმედებითი ქალებისთვის შექმნილი ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც დაეხმარება მათ მომავლის ცოდნის მიღებაში, ტექნოლოგიებისა და ანტრეპრენერშიფის მიმართულებით.
WE-TECH 4 კომპონენტს ერთიანებს:
- პროექტის მონაწილეები 1 თვის განმავლობაში შეიძენენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ციფრულ ერაში მეწარმეობის შესახებ - შეისწავლიან ანტრეპრენერშიფის, ქოუჩინგისა და ბრენდინგის საფუძვლებს, რაც მათ საკუთარი ხედვის აღმოჩენასა და განვითარებაში დაეხმარება;
- პროექტის მომდევნო ეტაპზე, მონაწილეები 3 თვის განმავლობაში შეიძენენ ცოდნას ტექნოლოგიური მიმართულებით. მონაწილეები სურვილის მიხედვით აირჩევენ ორი მიმართლებიდან ერთერთს: გრაფიკული დიზაინის (Photoshop, Illustrator) ან ვებ-გვერდის შექმნის (Wordpress) კურსს. ორივე მათგანი სპეციალურად დამწყებთათვისაა შექმნილი და ძლიერი ბაზა იქნება ციფრულ სფეროში სამომავლო განვითარებისთვის.
- We-tech- ის ფინალურ ეტაპზე, მონაწილეები გუნდურად იმუშავებენ და მენტორის ზედამხედველობით შექმნიან ციფრულ პროდუქტებს (wordpress ვებგვერდებს, პოსტერებს..) რეგიონში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის;
- ასევე, გოგონებისთვის და ქალებისთვის შექიმნება ნეთვორქინგ პლატფორმა, სადაც ანტრეპრენერი ქალები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის სილიკონ ველიდან გაუზიარებენ მონაწილეებს ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას საკუთარი ბრენდების განვითარების შესახებ.
სერტიფიკატი:
პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ჯეოლაბისა და კანტის აკადემიის ერთობლივ სერტიფიკატს. სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა პროგრამის ყველა კომპონენტში სრულყოფილად მონაწილეობა.
პროგრამის ხანგრძლივობა:
- პროგრამა გრძელდება 6 თვის განმავლობაში
- 1 თვე - ანტრეპრენერშიფის კურსი (კვირაში ორჯერ: შაბათი, კვირა)
- 3 თვე - ტექ-კურსი გრაფიკული დიზაინის ან Wordpress დეველოპმენტის მიმართულებით (კვირაში ორჯერ: კვირის დღეები, ჯგუფთან შეთანხმებით)
- 2 თვე - გუნდურ პროექტზე მუშაობა და ნეთვორქინგი
პროგრამის საფასური: 500 ლარი
რეგისტრაცია:
პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაცია გრძელდება 25 ოქტომბრამდე. ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდულია.
საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრებები და დაკომპლექტდება ჯგუფები.
კურსი დაიწყება 2021 წლის 6 ნოემბერს!
მოდი, აღმოაჩინე შენი ხედვა და გახადე სამყარო უკეთესი! შეაბიჯე ტექნოლოგიურ მომავალში. ეს არის შენი გზა ხედვიდან მოქმედებამდე - ეს შენი გაძლიერების გზაა.
გააციფრულე ხევდა დაიწყე WE-TECH!
პროექტი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.