გაცვლითი პროგრამა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სლოვაკეთში, პავოლ იოზეფ შაფარიკის სახელობის კოსიჩეს უნივერსიტეტში!

ორშაბათი, 20 აპრილი, 2026 - ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2026

უნივერსიტეტი
ელ-ფოსტა
exchange@gau.edu.ge

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ გაცვლით მობილობაზე სლოვაკეთში, პავოლ იოზეფ შაბარიკის სახელობის კოსიჩეს უნივერსიტეტში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს ჰუმანიტარული მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა;

დაფინანსება მოიცავს:

  • 170 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 309 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად

საჭირო დოკუმენტაცია:

  • პასპორტის ასლი;
  • ევროპასის ფორმატის CV;
  • კონკრეტულ აკადემიურ/ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა;
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა;
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალის მობილობის ხელშეკრულების შაბლონი

აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეკრულების შაბლონი

გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის 

შერჩევის კრიტერიუმები: 

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • საერთაშორისო სტაფ კვირეული ჩატარდება 2026 წლის 8-12 ივნისის პერიოდში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 23 აპრილის, 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: კოსიჩე, აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალი.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge, keso.mechurchlishvili@gau.edu.ge, marine.razmadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა