გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის იტალიაში, ლაკვილას უნივერსიტეტში!

ოთხშაბათი, 23 ივლისი, 2025 - პარასკევი, 25 ივლისი, 2025

უნივერსიტეტი
ელ-ფოსტა
exchange@gau.edu.ge

აკადემიური პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, ლაკვილას უნივერსიტეტში, იტალია! კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის აკადემიურ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს აკადემიურ პერსონალს;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა, იტალიური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 160 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 360 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე; 
  • ბიომეტრული პასპორტის ასლი;
  • ინგლისური ან იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
  • სხვა სერთიფიკატები (არსებობის შემთხვევაში).

Mobility agreement (teaching);

შერჩების კრიტერიუმები

GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 25 ივლისის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ლაკვილას უნივერსიტეტიაკადემიური პერსონალი

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა