გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის თურქეთში, საქარიას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!

ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2026 - პარასკევი, 08 მაისი, 2026

ელ-ფოსტა
exchange@gau.edu.ge

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუსპროგრამაზე თურქეთში, საქარიას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • 140 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად
  • 275 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • სამოტივაციო წერილი;
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • დასაქმების ცნობა
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალის მობილობის ხელშეკრულების შაბლონი

აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეკრულების შაბლონი

გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის 

შერჩევის კრიტერიუმები:

· GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე აკადემიური პერსონალისათვის 

· GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალისათვის

შესარჩევი პროცესი:

  • კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • ხანგრძლივობა - 5 სამუშაო დღე, პლიუს 2 დღე მგზავრობისთვის

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 8 მაისის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: საქარიას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტიადმინისტრაციული ან აკადემიური პერსონალი!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge; marine.razmadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა